მაინც ვის სჭრდება ქოლცენტრი? ხშირად მაღალტექნოლოგიური ქოლცენტრის ფუნქციონალობა ასოცირებულია მსხვილ ბიზნესებთან, თუმცა მიუხედავად ამისა ნებისმიერი ზომის კომპანიის წარმატებული ფუნქციონალობა წარმოუდგენელია ტელეფონების გარეშე, რამდენადაც მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი კომპანიასთან ურთიერთობის საუკეთესო გზად კვლავაც სატელეფონო ზარს ასახელებს.
მცირე და საშუალო ზომის კომპანიები ხშირად ამ გამოწვევას ჩვეულებრივი ქალაქის სატელეფონო ნომრების ან კორპორატიული მობილური ნომრების აღებით პასუხობენ, ხოლო ქოლცენტრის სატელეფონო ფუნქციონალობის მოწყობას ზედმეტად და არასაჭიროდ მიიჩნევენ.
მიუხედავად იმისა თვლით თუ არა საჭიროდ ქოლცენტრის მოწყობას, ნებისმიერი კომპანიას, რომელთანაც მომხმარებლები სატელეფონო ზარებს ანხორციელებენ, უკვე აქვს ქოლცენტრი. მომხმარებლებისათვის სულ ერთია ზარზე პასუხად გაბმულ ზუმერს მიიღებენ თუ პროფესიონალურად ჩაწერილ მისალმების მესიჯს, მათ წარმოდგენით ისინი უკვე უკავშირდებიან კომპანიის ქოლცენტრს და ამ ორი მისალმების მეთოდს შორის მომხმარებლებისთვის ერთადერთი სხვაობა მოსალოდნელი სერვისის ხარისხია.
დამკვიდრებული წარმოდგენების მიუხედავად ნებისმიერი ზომის კომპანია ქოლცენტრის ფუნქციების იმპლემენტაციით უფრო მეტ სარგებელს ნახულობს ვიდრე მის გარეშე. გთავაზობთ 5 უპირატესობას, რასაც ქოლცენტრის სერვისის იმპლემენტაციით მიიღებთ:
1) თანხების დაზოგვა:
ხშირად VoIP სატელეფონო სისტემის ჰოსტინგის არჩევისას კომპანიების სატელეფონო ხარჯები ნახევრდება, რამდენადაც მსგავსი სერვისები იძლევა გაცილებით დაბალ ტარიფებს მობილურ ოპერატორებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან განხორციელებულ ზარებზე.
გარდა ამისა ხშირად მცირე ზომის კომპანიებს არა აქვთ ფუფუნება დაკარგონ მომხმარებელი უპახუსო ზარების გამო, შესაბამისად მათთვის მომხმარებელთა დალოდების რეჟიმის იმპლემენტაციას და მრავალარხიან სატელეფონო ნომრებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მსხვილი კომპანიებისათვის.
სატელეფონო სისტემის ჰოსტინგის იმპლემენტირება მინიმალურ საწყის დანახარჯებთანაა ასოცირებული და კომპანიებს საშუალება აქვთ ოფისის ლოკაციის შეცვლის შემდგომ თან წაიღონ როგორც სატელეფონო ნომერი, ასევე მთლიანად აწყობილი და მუშა სისტემა, რაც ხელს უწყობს სტაბილური სერვისის ხარისხის შენარჩუნებას გარემო პირობებისდა მიუხედავად.
2) მაღალი ხარისხის სერვისზე წვდომა ხელს უწყობს მომხმარებლების ლოიალობას
როგორც ვთქვით ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც კომპანიაში რეკავს, საკუთარ წარმოდგენაში უკვე უკავშირდება ქოლცენტრს. ხმოვანი მისალმება და დალოდების მესიჯი, სატელეფონო ზარზე სწრაფად პასუხი, მომხმარებელს პოზიტიურად განაწყობს კომპანიის მიმართ. უკვე არსებობს გათვლები რომ კომპანიებს დაახლოებით 7-ჯერ უფრო იაფი უჯდებათ არსებული მომხმარებლების შენარჩუნება ვიდრე ახლების მოზიდვა.
ასევე სერვისით კმაყოფილი მკომხმარებლები ხშირად უზოგავენ კომპანიას მარკეტინგულ კამპანიაზე დახარჯულ თანხებს, რამდენადაც კმაყოფილი მომხმარებლის მიერ გაცემულ რეკომენდაციას უფრო დადებითი შედეგი აქვს ახალი მომხმარებლების მოზიდვაში, ვიდრე თუნდაც ყველაზე წარმატებულ მარკეტინგულ კამპანიას.
ისეთი მარტივი და იაფი სერვისის იმპლემენტაციით, როგორიცაა ქოლცენტრის ფუნქციონალობა, შეგიძლიათ გამორჩეული სერვისი მიაწოდოთ თქვენს მომხმარებლებს, აამაღლოთ თქვენი კომპანიის მიმართ ნდობა და მოახერხოთ იყოთ გამორჩეული სერვისის მიმწოდებელი თქვენს კონკურენტებს შორის.
3) მოაგროვოთ მეტი ინფორმაცია თქვენი მომხმარებლების შესახებ
ქოლცენტრის ფუნქციონალობა საშუალებას გაძლევთ მოაგროვოთ ინფორმაცია თქვენი მომხმარებლების შესახებ. ზარების ჩანაწერების გაკეთების ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები ჩანაწერების ანალიზის შედეგად.
თითქმის ყველა კომპანიას აქვს წინასწარ გათვლები, თუ რა სამიზნე აუდიენციის მოზიდვა სურს, თუმცა მსგავსი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ დაადგინოთ რამდენად აქტიურად აღწევთ თქვენს სამიზნე აუდიენციამდე, რა ასაკობრივი ჯგუფის, ინტერესების მქონე მომხმარებლები ინტერესდებიან ყველაზე ხშირად თქვენი სერვისებით, რა ტიპის სერვისებზეა მოთხოვნა თქვენი მომხმარებლების მიერ და რა ტიპის სერვისების დამატება მოგიტანთ მაქსიმალურ მოგებას.
მსგავსი ინფორმაციის მოგროვება და მონაცემთა ბაზების შექმნა გადამწყვეტი ფაქტორია მცირე და საშუალო ზომის კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებისათვის და კარგ გზამკლვლევს გაძლევთ, თუ როგორ დაგეგმოთ სერვისებისა და პროდუქტების განვითარება საუკეთესო შედეგებისათვის.
4) მოაგროვოთ მეტი ინფორმაცია საკუთარი სერვისების შესახებ
თანამედროვე ქოლცენტრის ფუნქციები ასევე საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ საკუთარი სერვისების ეფექტურობა და აღმოაჩინოთ ყველაზე მტკივნეული წერტილები, რაც სერვისის ან პროდუქტების ხარისხის მიმართულებით შეიძლება გქონდეთ.
ეს ასევე საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ თქვენს მიერ წარმოებული მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობა და დააზუსტოდ მოცემული სარეკლამო კამპანია რამდენად იწვევს შემომავალი ზარების გაზრდას, რა ტიპის აუდიტორიისთვის იყო არსებული კამპანია საინტერესო, ძირითადად რა კითხვები დაისვა მოცემული სერვისების ან პროდუქტების გარშემო და შესაბამისად რა უნდა გაითვალისწინოთ მომავალში სამიზნე აუდიტორიის გაფართოებისათვის და მარკეტინგული კამპანიის წარმატებულად განხორციელებისათვის
5) მოახდინეთ საკუთარი სატელეფონო სისტემის ზომების ცვლილება მარტივად
სატელეფონო სისტემის ჰოსტინგი საშუალებას გაძლევთ გქონდეთ გამართული და მაღალფუნქციური ქოლცენტრი თუნდაც 1 ტელეფონიანი სისტემისათვის. კომპანიის შემდგომი განვითარების შემთხვევაში შეგიძლიათ სწრაფად და უმტკივნეულოდ მოახდინოთ ტელეფონების დამატება ზედმეტი ხარჯების გარეშე, რამდენადაც ჰოსტინგის პროვაიდერი უზრუნველყოფს თქვენი სისტემის ტექნიკურ გამართვას. საჭირო აღარ ხდება პროფესიონალი კადრისათვის დამატებითი სახელფასო ხარჯების გაწევა, რამდენადაც მსგავს ხარჯებს კომპანია საკუთარ თავზე იღებს.
სეზონური ბიზნესის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ უპრობლემოდ გაზარდოთ ტელეფონების რაოდენობა აქტიურ სეზონზე და შეამციროთ აქტიური სეზონის დასრულებისას, რაც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ სააბონენტო ხარჯები და გადაიხადო მხოლოდ იმდენი, რამდენიც კონკრეტული სეზონისათვის გესაჭიროებათ. პროცედურა მარტივი და და უმტკივნეულოა და სატელეფონო ზომების ცვლილება მინიმალურ დროშია შესაძლებელი.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ რომ ქოლცენტრის ფუნქციონალობა, იმდენად დაბალხარჯიანი და მაღალეფექტური ფუნქციონალობაა მცირე და საშუალო ბიზნესებს განსაკუთრებით არ აქვთ ფუფუნება უარი თქვან მათ იმპლემენტაციაზე. ასევე ბაზარზე VoIP პროვაიდერების სიმრავლე გარანტიას იძლევა, რომ თითქმის ყველა ბიზნესი შეძლებს მიიღოს საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული სერვისი და აირჩიოს მისთვის ყველაზე ეფექტური VoIP პროვაიდერი. ჩვენი რჩევა იქნება ნუ გადადებთ ამ ეფექტური სერვისის დანერგვას და თავადვე განსაჯეთ მისი ეფექტურობა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.