როგორ ავირჩიოთ მუსიკა დალოდების რეჟიმისათვის?

თანამედროვე VoIP სატელეფონო სისტემების განვითარებამ გამოიწვია ის, რომ ახლა უკვე ნებისმიერი ზომის კომპანიას შეუძლიათ ისარგებლოს ისეთი თანამედროვე სატელეფონო ფუნქციით, როგორიცაა მოლოდინის რეჟიმი. მრავალარხიანი სატელეფონო ნომრები, რომლებსაც VoIP ტელეფონია გვთავაზობს, საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მომხმარებლებისაგან შემოსული ულიმიტო რაოდენობის ერთდროული ზარები, რაც ამაღლებს სერვისის ეფექტურობას და ზრდის მომხმარებლების რაოდენობას, თუმცა ოპერატორების რაოდენობის ლიმიტაციის გამო, მომხმარებელთა საკმაოდ დიდ ნაწილს მოლოდინის რეჟიმში უწევს ჩადგომა.

მოლოდინის რეჟიმში მუსიკის გამოყენების ეფექტურობაზე დიდხანს აღარ შეგაწყენთ, რამდენადაც დღესდღეობით უკვე საკმაოდ ნათელი ფაქტია რომ ეს ფუნქცია ხელს უწყობს მომხმარებლების ხაზზე შენარჩუნებას, რაც ნიშნავს ნაკლებ დაკარგულ ზარს და შესაბამისად ნაკლებ დაკარგულ მომხმარებელს.

მოლოდინის რეჟიმში მუსიკის არჩევა საკმაოდ მნიშნელოვანი ფაქტორია, რათა ამ ფუნქციამ ზემოთმოცემული დადებით ეფექტის მაგივრად არ გამოიწვიოს უკურეაქცია, კერძოდ კი მომხმარებლების გაღიზიანება და შემომავალი ზარების დაკარგვა ოპერატორთან მიღწევამდე.

მუსიკის არჩევისათვის აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:

1) კომპანიების 40% დალოდების მუსიკად კლასიკურ ან ჯაზ მუსიკას იყენებს, რამდენადაც ორივე მათგანს მსმენელებზე დამამშვიდებელი და დადებითი განწყობის მომტანი ეფექტი აქვს.

2) მუსიკის არჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ საკუთარი მისალმების მესიჯის ტონი და ის, თუ როგორი განწყობის შექმნას ცდილობთ მომხმარებლებისთვის. იქნება ეს პროფესიონალური და კომპანიის კომპეტენციაში დამარწმუნებელი განწყობის შექმნა, დამამშვიდებელი ატმოსფეროს ფორმირება თუ პირიქით, მომხმარებლებში ენერგიული და აღმაფრთოვანებელი დამოკიდებულების შემოტანა. თქვენს მიერ არჩეული მუსიკა აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი ემოციების მატარებელი.

3) თუკი მომხმარებლები მოლოდინის რეჟიმში დიდ დროს ატარებენ, სასურველია დალოდების რეჟიმში მუსიკის ცვლა ყოველ 30-50 წამში, რათა თავიდან აიცილოთ მომხმარებლების გადაღლა მონოტონური მუსიკის სმენით. თუმცა ახალი მუსიკის დაწყებისას შეეცადეთ მათ შორის გადასვლა რიტმის ან ტემბრის კუთხით ძალიან მკვეთრი არ იყოს და მომხმარებელი არ გააღიზიანოთ. ასევე მიაქციეთ ყურადღება მუსიკის ხმის სიმაღლესაც, რათა ხმადაბალი მუსიკის შემოდგომ მოულოდნელად არ დაიწყოს ხმამაღალი მუსიკის დაკვრა, რასაც ძალიან უარყოფითი გავლენა ექნება თქვენს მომხმარებლებზე.

4) გაითვალისწინეთ თქვენი სამიზნე აუდიენცია და მათი მახასიათებლები, რაც დაგეხმარებათ შესაბამისი სტილის დალოდების მუსიკის არჩევანში. თუკი თქვენი ძირითადი მომხმარებლები ახალგაზრდები არიან, შესაძლოა შესაბამის პერიოდში პოპულარული ან მაღალი ენერგიის მქონე მუსიკას დადებითი ეფექტი ჰქონდეს. აქვე მნიშნელოვანია აღვნიშნოთ რომ ფრთხილად იყავით ამ მახასიათებლის გამოყენებისას რადგან შესაძლოა თქვენი რეალური აუდიენცია საკმაოდ განსხვავებული იყოს თქვენი სამიზნე აუდიენციისაგან, შესაბამისად დარწმუნდით რომ სწორი სამიზნე აუდიენციის მოზიდვას ახერხებთ და მუსიკალური არჩევანით არ იშორებთ ამ სამიზნე აუდიენციისგან განსხვავებულ მომხმარებლებს.

ასევე სასარგებლოა გარკვეულ სადღესასწაულო სეზონებში, მაგალითად საშობაოდ ან საახალწლოდ, შესაბამისი ტიპის, არაგამაღიზიანებელი მუსიკის არჩევა, რაც მომხმარებლებს სადღესასწაულო განწყობასაც შეუქმნის და თქვენი სატელეფონო სისტემის დალოდების რეჟიმში დროის გატარება ცოტათი უფრო სასიამოვნო პროცესი იქნება.

5) დალოდების რეჟიმში გარკვეული პერიოდულობით შეიტანეთ სხვადასხვა საინფორმაციო ტიპის მესიჯები. ეს დაგეხმარებათ როგორც მომხმარებლების ინფორმირებაში თქვენი სერვისების ან კონკრეტული შემოთავაზებების შესახებ, ასევე დაარღვევს მონოტონურობას და მოლოდინის რეჟიმში დროის გატარებას უფრო საინტერესოს გახდის.

6) დარწმუნდით რომ მუსიკა კარგი არჩევანია ფონური სმენისათვის და არ არის ძალიან რთული და გადატვირთული, რაც ყურადღებას გაუფანტავს მომხმარებელს ფოკუსირდეს თქვენი მისალმების მესიჯსა და საინფორმაციო ტიპის მესიჯებიდან. ასეთი კომპლექსური მუსიკის გამოყენებას სხვა უარყოფითი ეფექტიც აქვს, გარდა მომხმარებლის გაღიზიანებისა, ამან შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის დაბნევა და გაართულოს მისი კომუნიკაცია ქოლცენტრის ოპერატორთან. ყოველთვის უპირატესობა მიანიჭეთ მარტივ, ფონურ მუსიკებს, რაც ხაზს გაუსვამს თქვენი სერვისის მთავარ მესიჯს და არ გადაფარავს მას.

7) მუსიკის არჩევისას დარწმუნდით რომ მუსიკა უფასოა და მისი არჩევისას სხვების ინტელექტუალურ საკუთრებას არ არღვევთ. დღესდღეობით ინტერნეტში საკმაოდ დიდი რაოდენობის უფასო ფონური მუსიკების არჩევანია, რაც გაგიადვილებთ თქვენთვის საინტერესო და თქვენი კომპანიის შესაბამისი მოლოდინის რეჟიმის მუსიკის არჩევას.

იმედია ეს რჩევები დაგეხმარებათ მოლოდინის რეჟიმში მუსიკის არჩევაში, თუმცა რაც ყველაზე მნიშნელოვანია რომ არჩევის შემდგომაც გარკვეული პერიოდულობით ცვალოთ სალოდების მუსიკა. ყველაზე ეფექტური მუსიკის არჩევისთვის ექსპერიმენტირება ყოველთვის კარგი გამოსავალია.