ქოლცენტრის ინტერიერის დაგეგმარება

ქოლცენტრის ინტერიერში მაგიდების განლაგების დაგეგმარების ძალიან ბევრი ხერხი არსებობს, თუმცა ამ პოსტში ჩვენ განვიხილავთ ამ დაგეგმარების ძირითად ტიპებსა და მათ დადებით და უარყოფით მხარეებს.

ოფისის დაგეგმარება არ მოიცავს მხოლოდ მაქსიმალური რაოდენობის მაგიდების განთავსებას, ის ასევე ეფექტური უნდა იყოს ყოველდღიური დავალებების შესრულებისათვის და წვლილი შეჰქონდეს ოფისში პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნაში.

1) კუბიკლები

ეს ოფისის ერთერთი ყველაზეფართოდ გავრცელებული დაგეგმარებაა, სადაც დიდი მაგიდა დაყოფილია ცალკეული პანელებით, რაც მომცრო ზომის კვადრატულ სამუშაო სივრცეებს ქმნის.

HON-Accelerate_lowpanels_1-8004

დადებითი მხარეები:

  • მსგავს დაგეგმარებაში საკმაოდ ეფექტურად ხდება საოფისე სივრცის ათვისება რამდენადაც კვადრატული ბლოკები ყველაზე ნაკლებ შეუვსებელ სივრცეს ტოვებს. ეს ასევე მოსახერხებელია დაკებელებისათვისაც, რამდენადაც კაბელები ეფექტურად იმალება და ოფისში გადაადგილება გამარტივებულია;
  • ხმაურის შემცირება. ქოლცენტრის ოპერატორებს შორის სპეციალური პანელებია განლაგებული. ეს ახშობს საერთო ფონურ ხმაურს და მომხმარებლებთან კომუნიკაცია მარტივდება;
  • მსგავსი საოფისე ავეჯის შეძენა შედარებით იაფი გადაწყვეტილებაა და დიდ საწყის ხარჯებს არ მოითხოვს. მსგავსი დაგეგმარება ასევე ფასთან მიმართებაში საკმაოდ ბევრ ბენეფიტს გვთავაზობს.

უარყოფითი მხარე

  • საოფისე სივრცის მსგავსად დაგეგმარება საკმაოდ შეზღუდულ და კლაუსტროფობიულ სივრცეს ქმნის თანამშრომლებისათვის. მთელი დღის განმავლობაში მცირე ზომის ‘ყუთში’ ჯდომა და თანამშრომლებთან ურთიერთობის შემცირება შესაძლოა საკმაოდ დამთრგუნველი იყოს ოპერატორებისათვის. ამან შესაძლოა თანამშრომლების გადაღლა და ხშრი ცვლა გამოიწვიოს ,რაც კომპანიისთვის დამატებით ხარჯებთანაა ასოცირებული.

2) ქოლცენტრის მენეჯერის ამაღლებული სამუშაო მაგიდა

მსგავსი სამუშაო სივრცე იმგვარადაა დაგეგმარებული რომ ქოლცენტრის მენეჯერის სამუშაო მაგიდა დანარჩენ სამუშაო მაგიდებზე რამდენიმე ათეული სანტიმეტრით მაღლაა განთავსებული. ეს მენეჯერს საშუალებას აძლევს კარგად აკონტროლოს ქოლცენტრში არსებული სიტუაცია.

fa465a5d5aa202e7a452f75aad184a3c

დადებითი მხარეები

  • მსგავსი განლაგება ქოლცენტრის მენეჯერს საშუალებას აძლევს კარგად დააკვირდეს რა ხდება ოფისში და შესაბამისად სწრაფად შეამჩნიოს თუკი ქოლცენტრის რომელიმე ოპერატორს რაიმე სახის დახმარება სჭრდება.
  • ამარტივებს ქოლცენტრის მენეჯმენტს რამდენადაც ქოლცენტრის მენეჯერს მუდმივად არ უწევს ადგომა და ოფისის შემოვლა, ოფისში მიმდინარე მოვლენებს შეუძლია საკუთარი მაგიდიდანვე დააკვირდეს და შესაბამისად მოახდინოს პრობლემების უფრო სწრაფი და ადვილი მენეჯმენტი.

უარყოფითი მხარეები

  • პრივატულობის დაკარგვა. თუკი ამის პარალელურად კუბიკლების სისტემაა გამოყენებული ამაღლებული მაგიდიდან ქოლცენტრის მენეჯერს ხშირად არ შეუძლია დანახვა იმისა, თუ რა ხდება ოფისში, ხოლო კუბიკლებში გამყოფების ჩამოღების შემდგომ ხმაურის დონე მაღლა იწევს, ასევე რთულდება ქოლცენტრის ოპერატორისათვის რჩევების ან შენიშნების მიცემის პრივატულობა;
  • ქოლცენტრის ოპერატორებზე დატვირთვა იზრდება, რამდენადაც ისინი მუდმივად განცდის ქვეშ არიან რომ მათ ყველა ქმედებას აკვირდებიან, რამაც შესაძლოა სამუშაო განწყობის შემცირება და თანამშრომელთა გაღიზიანება გამოიწვიოს. მსგავსი სტრესი კვლავაც აისახება თანამშრომელთა ხშირ ცვლაზე რაც კომპანიას ხშირად საკმაოდ დიდი ხარჯი უჯდება.

3) მრგვალი მაგიდები

მსგავსი განლაგებისას ოფისში არის მრგვალი ან ჰექსაგონალური მაგიდები, რომლებიც დაყოფილია სპეციალური პანელებით და ქმნის პიცის ნაჭრების ფორმის სამუშაო სივრცეებს.

circular-call-centre-desks741

დადებითი მხარეები

  • მსგავსი სივრცე უფრო ‘გახსნილ’ და თავისუფალ სივრცედ აღიქმება. თანამშრომლებს აძლევს უფრო მეტი პირადული სივრცის ქონის და ასევე თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების განცდას. მსგავსი სივრცე ასევე შედარებით მარტივია დასაკვირვებელია ქოლცენტრის მენეჯერისათვის.
  • სასიამოვნო ვიზუალი. როგორც წესი მრგვალი სივრცეები ესთეტიურად უფრო სასიამოვნოდ გამოიყურება, ვიდრე კუბური სივრცეები. ასევე მსგავს მრგვალ მაგიდებს შუაში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი აქვთ, სადაც შესაძლოა მცენარეების ან სხვა სახის დეკორატიული ნივთების ჩადგმა, რაც უფრო პოზიტიურ გარემოს შემატებს ოფისს.
  • ამ დროს უშუალოდ სამუშაო სივრცე უფრო ტრაპეციის ფორმისაა და არა სამკუთხედის. ეს თანამშრომლებს აძლევს უფრო მეტ სივრცეს იდაყვებისათვის, ყველა საოფისე ნივთი უფრო ადვილად მიწვდომად მანძილზეა ხელის გაშვერისას, ასევე ამცირებს მოუხერხებელ კუთხოვან ადგილებს.

უარყოფით მხარეები

  • მსგავსი მაგიდები არ ახდენს საოფისე სივრცის მაქსიმალურად ათვისებას და არ არის ისეთი ეფექტური, როგორც კუბიკლები იქნებოდა. კუბიკლების განთავსება ყოველთვის უფრო მეტი ქოლცენტრის ოპერატორის განთავსების საშუალებას გვაძლევს ვიდრე მრგვალი ან ჰექსაგონალური მაგიდები მოგვცემდა.
  • მსგავსი ავეჯი შედარებით უფრო ძვირი ღირს. მართალია ეს ერთჯერადი ხარჯია მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო მეტი ხარჯი გაწევა გვიწევს რამდენადაც სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად ათვისება, შესაბამისად მაქსიმალური რაოდენობა ქოლცენტრის ოპერატორების განთავსება არ ხერხდება.

4) გრძელი მაგიდები

გრძელ მაგიდებზე ქოლცენტრის ოპერატორებს შორის სივრცეები გამოყოფილი არ არის, უბრალოდ ერთ მაგიდაზე რამდენიმე სამუშაო სივრცეა განთავსებული.

banner_burnaby

დადებითი მხარეები:

  • მოწყობის სიიაფე. მსგავსი ავეჯი საკმაოდ იაფი ღირს და საკმაოდ ადვილად ხელმისაწვდომიცაა, ოფისის აგება შესაძლებელი ხდება მხოლოდ რამდენიმე, საბაზისო ფორმის მაგიდის შეძენით.
  • ძალიან გახსნილი და თანამშრომლური სივრცე. რამდენადაც ოპერატორებს შორის გამყოფი პანელები არ არის, ეს ხელს უწყობს ძალიან ინტერაქტიულ სამუშაო გარემოს შექმნას.
  • ადვილი გადასაადგილებელია. თუკი ხშრად გჭირდებათ სამუშაო სივრცის განლაგების შეცვლა, მსგავსი მსუბუქი მაგიდების გადაადგილება საკმაოდ მარტივი პროცესია.

უარყოფითი მხარეები

  • ხმაურის პრობლემა. გახსნილი სივრცის გამო ოფისშ საკმაოდ ხმამაღალი ფონური ხმაური შეიქმნება, განსაკუთრებით პიკის საათებში.
  • დაკაბელების პრობლემა. ეს პრობლემა ანეიტრალებს მაგიდების ადვილად გადაადგილებადობის დადებით მხარეს, რამდენადაც თუკი ქოლცენტრის ოპერატორები ლეპტოპებით და უსადენო ყურსასმენებით არ მუშაობენ, მაგიდების გადაადგილებისას კაბელების გამოერთება, შეერთება და გადაადგილება ძალიან პრობლემური იქნება. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაშ, თკი საბაზისო მაგიდებს არა აქვს კაბელებისთვის სპეციალურად მოწყობილი დიზაინი, რაც ამ პრობლემას შეამსუბუქებდა.

განსაზღვრეთ რა არის თქვენი პრიორიტეტები?

როგორც ხედავთ დაგეგმვის ყველა ტიპს აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები. საბოლოო ჯამში ქოლცენტრის ოფისის დაგეგმარებისას მაგიდების განლაგების განსაზღვრისათვის აუცილებელია წინასწარ განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები და რისი მიღწევა გსურთ:

  • თუკი ხარჯის შემცირებას გეგმავთ აირჩიეთ კუბიკლების ტიპის დიზაინი;
  • სასიამოვნო, ინტერაქტიული და თანამშრომლური სამუშაო გარემოს შექმნისათვის უპირატესობა მიანიჭეთ მრგვალ და ჰექსაგონალურ მაგიდებს;
  • თუკი გსურთ მუდმივი ყურადღება ადევნოთ ქოლცენტრის ოპერატორებს, მოაწყვეთ მენეჯერის ამაღლებული სამუშაო მაგიდა;
  • თუკი ოფისის დაგეგმარება მუდმივად იცვლება და გჭირდებათ ხარჯების შემცირება, გრძელი მაგიდები ამ შემთვევაში საუკეთესო გამოსავალია.

წყარო: https://www.callcentrehelper.com/the-best-desk-layouts-for-the-contact-centre-75404.htm