რა ღირს VoIP ტელეფონია?

VoIP სატელეფონო სისტემები დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს, რამდენადაც იგი კომპანიებს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ისეთი მრავალფეროვანი სატელეფონო ფუნქციები, როგორებიცაა ზარის დალოდების მუსიკალური რეჟიმი და რიგითობა, ზარების გადამისამართება შიდა თუ გარე ნომრებზე, სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხის მონიტორინგი და ამაღლება, ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემით სარგებლობა და ა.შ. თუმცა მანამ, სანამ კომპანიაში VoIP ტელეფონიის იმპლემენტაციას დაგეგმავთ მთავარი საკითხია,რა ტიპის VoIP მომსახურებები არსებობს და როგორ ავარჩიოთ ჩვენს ბიუჯეტზე მორგებული,ოპტიმალური VoIP გადაწყვეტილება. ამისთვის შეგვიძლია სატელეფონო გადაწყვეტილებები ორ კატეგორიად დავყოთ, ეს არის სატელეფონო სისტემა 1-დან 15 მდე შიდა ნომრების რაოდენით და სისტემა 15-ზე მეტი შიდა ნომერით. შიდა ნომრებად მოიაზრება ნომრები, რომელიც უნდა აიკრიფოს მთავარი ქალაქის ნომრის შემდგომ სხვადასხვა განყოფილებებთან ან ფილიალებთან დასაკავშირებლად (მაგ: 100, 101, 102 და ა.შ.)

1-დან 15-მდე შიდა სატელეფონო ნომერი

თუკი თქვენი სატელეფონო მოთხოვნები მოიცავს 1-დან 15-მდე შიდა სატელეფონო ნომრის მოწყობას კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებსა თუ ფილიალებთან დასაკავშირებლად ყველაზე ოპტიმალურია სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურებით სარგებლობა. ამ შემთხვევაში თქვენ არ გიწევთ ძვირადღირებული სატელეფონო სისტემაში ინვესტიციის განხორციელება და სერვისების შეძენა (როგორიცაა სერვერი, ინფრასტრუქტურა, სატელეფონო სისტემის მოსავლელად სპეციალური კადრის დაქირავება). სატელეფონო სისტემის აწყობა ხდება თქვენი VoIP პროვაიდერის მხარეს, მათსავე სატელეფონო სისტემაზე, რაც ასევე თავისმხრივ მოიცავს როგორს სისტემის ფუნქციებისა და კონფიგურაციის დაგეგმვას, ასევე სრულ სატელეფონო მომსახურებასა და 24 საათიან ტექნიკურ სერვისს.

სატელეფონო ჰოსტინგის არჩევის შემთხვევაში თქვენ იხდით მხოლოდ სააბონენტო გადასახადს, რომელიც მოიცავს სისტემის ტექნიკურ მხარდაჭერას და შეღავათიან ტარიფებს წუთობრივ გადასახადებზე (თქვენის მხრიდან განხორციელებულ გამავალ ზარებზე). სააბონენტო გადასახადები, თქვენს მიერ არჩეული VoIP პროვაიდერისა და შიდა ტელეფონების რაოდენობის მიხედვით შესაძლოა მერყეობდეს თვეში 10₾-დან 50₾-მდე. ეს სისტემა ძალიან მოქნილი და მოსახერხებელია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რამდენადაც სისტემით სარგებლობა შეგიძლიათ დაიწყოთ 1 ტელეფონიანი სისტემიდან და თქვენი მოთხოვნების ზრდის შესაბამისად გაზარდოთ შიდა ნომრების რაოდენობა, ასევე არ მოითხოვს დიდ საწყის დანახარჯებსა და რთულ სატელეფონო ინფრასტრუქტურაში გარკვევას.

სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა ციფრული ქალაქის სატელეფონო ნომრით სარგებლობა (ან თქვენი არსებული ქალაქის ნომრის პორტირება ციფრულ ქალაქის ნომერზე) და ოფისში შესაბამისი სიჩქარის მქონე ინტერნეტის სერვისის არსებობა. VoIP მომსახურებით სარგებლობისას შეგიძლიათ შეიძნოთ სპეციალური VoIP ტელეფონები, რომელთა ფასები 100 ლარიდან იწყება, ან გამოიყენოთ სპეციალური, უფასო კომპიუტერული პროგრამა (სოფტფონი).

სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურების არჩევას ამარტივებს ის ფაქტიც, რომ ამ ტიპის მომსახურების იმპლემენტაცია თქვენს საოფისე სივრცეში სწრაფი და მარტივი პროცედურაა და პორტირების პროცესი მაქსიმუმ 1 დღეშ სრულდება, თქვენს სატელეფონო მომსახურებაში წყვეტების გარეშე.

ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემა

15-ზე მეტი შიდა სატელეფონო ნომრები

15-ზე მეტი შიდა სატელეფონო ნომრის საჭიროების შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალურია კომპანიის შიდა სატელეფონო სადგურის მოწყობა. ამ შემთხვევაში სატელეფონო სისტემის მოწყობის საწყისი ხარჯი იზრდება, რამდენადაც კომპანიას უწევს სპეციალური სერვერის შეძენა სატელეფონო სისტემის მოსაწყობად, რომელთა ფასებიც დაახლოებით 800₾-დან იწყება და სერვერზე სატელეფონო სადგურის კონფიგურაცია და დაინსტალება, რისი ფასებიც, სისტემის სირთულიდან გამომდინარე, საშუალოდ 200₾-დან 1000₾-მდე მერყეობს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს საწყისი დანახარჯები ეკონომიაში აისახება, რამდენადაც საკუთარი სატელეფონო სისტემის მოწყობის შემთვევაში კომპანიებს აღარ უწევთ ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის გადახდა. გარდა ამისა მათ შეუძლიათ ულიმიტო რაოდენობის შიდა ნომრების დამატება და სისტემის გაფართოვება ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე. კომპანიები იხდიან მხოლოდ წუთობრივი გამავალი ზარების გადასახადს, რაც ხშირად დიდი ზომის კომპანიებისთვის კიდევ უფრო შეღავათიანია, ვიდრე მცირე ზომის კომპანიებისთვის.

საკუთარი სატელეფონო სისტემის აწყობა სასურველია მოზრდილი ბიზნესებისთვის, რამდენადაც დიდ კომპანიებს უკვე აქვთ საკმაოდ დიდი შიდა IT ინფრასტრუქტურა და სატელეფონო სისტემის მოქცევა ამ ინფრასტრუქტურაში ამარტივებს მის დაქვემდებარებას ერთიან მენეჯმენტთან.

ასევე საკუთარი სატელეფონო სისტემის მოწყობის დროს შიდა ზარების განხორციელებისთვის აღარ არის საჭირო ინტერნეტის ტრაფიკის გამოყენება და რამდენადაც დიდი კომპანიებში შიდა ზარების რაოდენობაც საკმაოდ დიდია, ამ სტრუქტურის გამართვა იწვევს ინტერნეტ ტრაფიკის სერიოზულ ეკონომიას.

აღსანიშნავია რომ საკუთარი სატელეფონო სისტემის მოწყობის შემთხვევაშ ყურადღება მიაქციოთ VoIP პროვაიდერის არჩევას და დარწმუნდეთ, რომ VoIP პროვაიდერი საკუთარი სატელეფონო სისტემის არჩევის შემთხვევაშიც გთავაზობთ უფასო ტექნიკურ მომსახურებას და ტექნიკური შეფერხებების თავიდან ასაცილებლად არ გიწევთ სპეციალური კადრის დაქირავება, რაც კიდევ უფრო გაზრდის საკუთარი სატელეფონო სადგურის შენახვისთვის საჭირო ხარჯებს.

ნებისმიერი ტიპის VoIP მომსახურების არჩევის შემთხვევაში კომპანიები ზოგავენ სატელეფონო ხარჯებს, რამდენადაც VoIP ტელეფონია განსაკუთრებით შეღავათიან ტარიფებს იძლევა მობილურ ოპერატორებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან დასაკავშირებლად. ხოლო მრავალფეროვანი ფუნქციონალობა, რასაც VoIP ტელეფონია კომპანიებს სთავაზობს დღედღეობით გადამწყვეტია მომხმარებელთათვის წარმატებული სატელეფონო სერვისის შესათავაზებლად, შესაბამისად გაყიდვების რაოდენობის გაზრდისა და კომპანიის სერვისებით მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებისათვის.