ერთიანი კორპორატიული სატელეფონო ქსელის უპირატესობები

VoIP სატელეფონო სისტემები, სხვა მრავალ უპირატესობასთან ერთად გვთავაზობს მრავალარხიან სატელეფონო ხაზებს. განვიხილოთ რას ნიშნავს ეს.

phoneAngry

ტრადიციული სატელეფონო ხაზები, ერთ არხიანია, რაც გულისხმობს, რომ ერთ სატელეფონო ნომერზე ერთდროულად მხოლოდ ერთი ზარის განხორციელებაა შესაძლებელი. შესაბამისად, რამოდენიმე ერთდროულად შემომავალი ზარების შემთხვევაში, ერთი ზარის გარდა დანარჩენები იკარგება და კომპანიები მხოლოდ იმის იმედზე რჩებიან რომ პოტენციური მომხმარებელი, რომელმაც მიმდინარე ზარის პერიოდში დარეკა, მოგვიანებით გადმორეკავს. ბევრი კომპანია ამ პრობლემის თავიდან ასაშორებლად ოფისში რამოდენიმე სატელეფონო ხაზს აყენებს. ეს თავისთავად პრობლემიდან გამოსავალს არ წარმოადგენს, რამდენადაც უცნობია, მომხმარებელი რომელ სატელეფონო ნომერზე დარეკავს და არის საშიშროება რამოდენიმე მომხმარებელმა ერთდროულად ერთ სატელეფონო ნომერზე დარეკოს და დაკავების ტონი მიიღოს, მაშინ, როდესაც მეორე სატელეფონო ხაზი თავისუფალია. ეს გადაწყვეტილება ასევე ზრდის სატელეფონო ხარჯებს, რადგან სატელეფონო ნომრების რაოდენობის გაზრდით იზრდება სააბონენტო გადასახადების რაოდენობაც. განსაკუთრებით კი თუ კი კომპანიას რამოდენიმე, გეოგრაფიულად დაშორებული ოფისი და თითოეულ ოფისში ერთი ან რამოდენიმე ტრადიციული, ერთარხიანი სატელეფონო ნომერი აქვთ.

გარდა ამისა მსგავსი სატელეფონო გადაწყვეტილება საშუალებას არ იძლევა ამოვიღოთ იმ პოტენციური მომხმარებლის ნომერი, რომელმაც დაკავებულ სატელეფონო ხაზზე დარეკა, ანუ კომპანიებისთვის პრაქტიკულად უცნობია, რამდენი მომხმარებელი იკარგება არაეფექტური სატელეფონო კომუნიკაციის პირობებში.

შესაბამისად, მსგავსი სატელეფონო სისტემის არსებობისას, სატელეფონო სისტემაზე ხარჯები გაზრდილია, თუმცა სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხი მაინც დაბალია.

ვოიპ სატელეფონო სისტემები ამ პრობლემის აღმოფხვრის მარტივ საშუალებას გვთავაზობს. ამ სისტემებში სატელეფონო სისტემები მრავალარხიანია, რაც ნიშნავს რომ რამოდენიმე, ერთდროულად შემომავალი ზარის შემთხვევაში, ზარები არ იკარგება და აბონენტი, რომელიც დაკავებულ სატელეფონო სისტემას უკავშირდება, დაკავების მაგივრად დალოდების რეჟიმს იღებს, რაც უფრო ეფექტურია რამდენადაც შემომავალი ზარების მაქსიმალური რაოდენობის შენარჩუნება ხდება და კომპანიები ბრმად იმის იმედზე აღარ არიან რომ მომხმარებელი

თავიდან გადმორეკავს.

Business-Call-Centers

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მომხმარებელი ლოდინის რეჟიმში მოხვედრის შემდგომ ოპერატორთან დაკავშირებამდე გადაწყვეტს ზარის გათიშვას, VoIP სატელეფონო სისტემა საშუალებას იძლევა ოპერატორმა ამოიღოს ამ ზარების განმახორციელებელი პირის სატელეფონო ნომერი, ზარების შემოსვლის დრო და გათიშლი ზარების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავად დაუკავშირდეს აბონენტს.

VoIP სისტემები ასევე ეფექტურია რამოდენიმე, გეოგრაფიულად დაშორებული ოფისის ერთმანეთთან დასაკავშირებლად. იმის მაგივრად, რომ კომპანიებმა სხვადასხვა ოფისში სხვადასხვა სატელეფონო ნომერი დააყენონ, ვოიპ სისტემები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ჰქონდეთ ერთი სატელეფონო ნომერი, საიდანაც შემომავალი ზარების გადანაწილება სხვადასხვა ლოკაციის ოფისებში მოხდება აბონენტების მიერ შესაბამისი ციფრების ტონალურ რეჟიმში აკრეფით. შესაბამისად ყველა ახალ ოფისში ახალი სატელეფონო ნომრის აღება აღარ ხდება საჭირო, შესაბამისად სააბონენტო გადასახადების რაოდენობაც მცირდება, ხოლო სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხი იზრდება.

VoIP კორპორატიული სატელეფონო ქსელის დაყენება აუმჯობესებს სატელეკომუნიკაციო ხარისხს არა მხოლოდ კომპანიის მომხმარებლებთან, ასევე თავად კომპანიაშიც, რამდენადაც შიდა ქსელში ზარების განხორციელება უფასოა. ასევე სისტემა საშუალებას იძლევა მოეწყოს კომპანიის შიდა სატელეფონო კონფერენციები. თუკი კონფერენციის მონაწილე მოცემულ მომენტში თავის საოფისე ტელეფონთან არ იმყოფება, მრავალარხიანი სატელეფონო ხაზები კონფერენციაში გარე სატელეფონო ზარების ჩართვის საშუალებასაც იძლევა.

0609_01

VoIP სატელეფონო სისტემის დაყენების ხარჯები განსაკუთრებით მცირეა, თუკი კომპანიები საკუთარი სატელეფონო სადგურის დაყენების ნაცვლად სატელეფონო სისტემის ჰოსტინგს მიმართავენ. ამ შემთხვევაში სატელეფონო ხარჯები არ იზრდება რამოდენიმე, ერთხაზიანი სატელეფონო ნომრის ქონის ხარჯებთან შედარებით. რაც იზრდება, ეს მხოლოდ კომპანიის ტელეკომუნიკაციის ხარისხი და კომპანიის ეფექტური ურთიერთობაა თავის არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებლებთან.

Post navigation