VoIp სატელეფონო სისტემები და მათი უპირატესობები ბიზნესისთვის

VoIp სატელეფონო სისტემები ტექნოლოგიურად გაცილებით აღმატებულია, ვიდრე ნებისმიერი ტრადიციული ან მობილური ტელეფონების სისტემები, რამდენადაც გვავაზობენ გაცილებით  მეტ ფუნქციონალობას და  სერვისების ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე  კონფიგურაციის საშუალებას, ვიდრე ამის შემოთავაზება ნებისმიერ სხვა სატელეფონო სისტემას შეუძლია. ამასთანავე, პარადოქსულად, ეს სისტემები ასევე დიდ შეღავათებს გვაძლევს ფინანსური თვალსაზრისით რამდენადაც  VoIp სატელეფონო სისტემებიდან განხორციელებული ზარების ტარიფები საზღვარგარეთის ქვეყნებთან ან მობილურ ოპერატორებთან, გაცილებით დაბალია, ვიდრე ტრადიციული სატელეკომუნიკაციო საშუალებებით განხორციელებული ზარების ტარიფები.

ფუნქციონალობა, რომლის შემოთავაზებაც VoIp სატელეფონო სისტემებს შეუძლიათ, ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური ბიზნეს სატელეფონო კომუნიკაციისთვის და მომსახურების  ხარისხის ასამაღლებლად რამდენადაც ამ სისტემის საშუალებით პრაქტიკულად 0-მდე დადის უპასუხო ზარების რაოდენობა. ქოლცენტრების აწყობა, ზარის დალოდების რეჟიმი, ზარის რიგითობის განსაზღვრა, ინდივიდუალურად არჩეული მუსიკა ზარის დალოდებისას, ზარის გადამისამართების შესაძლებლობა შესაბამის განყოფილებაში,ვოისმეილის მიღების საშუალება არასამუშაო საათებში და სხვა მრავალი ფუნქცია, რომლებსაც VoIp სატელეფონო სისტემა გვთავაზობს, გაცილებით აადვილებს ბიზნესსა და კლიენტებს შორის კომუნიკაციას. გარდა ამისა სატელეფონო ზარების ისტორიის, სტატისტიკისა და ანლიტიკური მონაცემების ამოღების საშუალება თავად ბიზნესს აძლევს საშუალებას გააკონტროლოს საკუთარი სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხი.

VoIp სისტემებზე გადასვლა ნებისმიერი ბიზნესისთვის სწრაფი და უმტკივნეულო პროცესია, რამდენადაც ამ სისტემის წარმატებული ინსტალირებისთვის კომპანიებს მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ, ასევე სისტემები იძლევა ინდივიდუალური კონფიგურაციის საშუალებას, რაც გაძლევთ საშუალებას განსაზღვროთ ამ სისტემების ინსტალირებისთვის თქვენთვის მისაღები ბიუჯეტი. შესაბამისად  მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც დიდ, მრავალ-ოფისიან ბიზნესებს, ასევე დამწყებ კომპანიებს. ამასთანავე VoIp სისტემები იძლევა ზრდის საშუალებას, შესაბამისად თქვენი სატელეფონო სისტემები გაიზრდება თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად.

ერთერთი დიდი უპირატესობა ამ სისტემების დაყენებისას კი არის მისი მობილობა. რამდენადაც VoIp სატელეფონო სისტემებისთვის აღარ არის საჭირო ტრადიციული სატელეფონო ხაზები,ეს აადვილებს ამ სისტემების როგორც დაყენებას თქვენს არსებულ ოფისებში, ასევე გაძლევთ საშუალებას უპრობლემოდ გადაიტანოთ ნებისმიერ სხვა ოფისში  სადაც  ერთადერთი მოთხოვნა არის წვდომა ინტერნეტზე.