ქოლ ცენტრი სახლიდან

სატელეფონო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება სრულიად ცვლი სატელეფონო ქოლ ცენტრების იერახესაც. პროგრესული სატელეფონო ფუნქციონალობა და ქოლ ცენტრის მონიტორინგის თანამედროვე პროგრამული გადაწყვეტილებები აღმოფხვრიან ფიზიკური ქოლ ცენტრის საჭიროებასაც. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ ქოლ ცენტრის ოპერატორებმა შეძლონ მუშაობა ნებისმიერი ლოკაციიდან, მათ შორის სახლიდან, ოლო ქოლ ცენტრის მონიტორინგის პროგრამები ამარტივებს ამგვარად დაქირავებული ოპერატორების შრომის მენეჯმენტს.

დღესდღეობით ამერიკული ქოლცენტრების 50% აცხადებს, რომ მათ დაქირავებული ჰყავთ მინიმუმ რამოდენიმე ქოლცენტრის თანამშრომელი, რომლებიც სახლიდან მუშაობენ.

ქოლ ცენტრის ოპერატორების სახლიდან მუშაობის უპირატესობები:

უამრავი მიზეზია, თუ რატომაცაა ქოლცენტრის ოპერატორების საკუთარი სახლიდან მუშაობის პრაქტიკა ასეთ პოპულარული. განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი

1)ეკონომიკური ეფექტურობა – ამგვარი მუშაობის სტილი ეკონომიკურად ეფექტურია როგორ კომპანიისთვის, ასევე მისი თანამშრომლებისათვის.

კომპანიას აღარ უწევს ქალაქის ცენტრში ქოლ ცენტრის სივრცის დაქირავება, მისი სპეციფიური ავეჯით მოწყობა. ასევე კომპანიას აღარ უწევს სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობის, კერძოდ კი კომპიუტერების, ყურსასმენების და ა.შ. შეძენა, რამდენადაც ადამიანთა უმეტესობას მსგავსი ტექნიკა უკვე აქვთ სახლში.

ეს მეთოდი ეკონომიკურად ეფექტურია თანამშრომლებისთვისაც, რადგან მათ არ უწევთ თანხის ხარჯვა ტრანსპორტირებაში, შესვენებაზე საკვების შესაძენად და ა.შ.

2)თანამშრომლების უკეთესი შენარჩუნება – ქოლცენტრები ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სტრესული სამსახური და კომპანიებში საკმაოდ ხშირია ქოლცენტრში დასაქმებული კადრების ცვლა, რაც ყოველთვის ხარჯებთან და სერვისის ხარისხის ვარდნასთან არის ასოცირებული.

სახლიდან ქოლცენტრში მუშაობა ასოცირებულია სტრესის შემცირებასთან. გარდა ამისა უფრო ადვილი ხდება კარგი კადრის დაქირავება. ფიზიკური ქოლცენტრის არქონის გამო, კადრის არჩევისას აღარ ვართ შეზღუდულნი ადამიანების სიახლოვით ოფისთან, შესაბამისად შეგვიძლია დავასაქმოთ ადამიანები, რომლებიც ოფისისაგან საკმაოდ დაშორებით ცხოვრობენ. ასევე შესაძლებელი ხდება ქოლ ცენტრში დავასაქმოთ გადაადგილების უნარის შეზღუდვის მქონე ხალხი. თანამშრომელთა მსგავსი ფართო სპექტრიდან არჩევა კომპანიას გარანტიას აძლევს, რომ შეძლებს მოიძიოს ყველაზე კომპეტენტური კადრი.

3)ცვლების გადანაწილების ეფექტურობა – რამდენადაც ფიზიკურად ოფისში მისვლა აღარ არის საჭირო, ქოლცენტრის ოპერატორებისთვის უფრო მარტივია ადრეულ დილის და გვიან ღამის ცვლებში მუშაობა.

რა არის საჭირო სახლიდან ქოლცენტრის მოსაწყობად

კომპანიები თვლიან, რომ სახლიდან ქოლ ცენტრის მოწყობა რთული და დრომომცველი პროცესია, რაც დღესდღეობით რეალობას არ შეესაბამება. თანამედროვე ქოლ ცენტრებში გამოყენებადი ყველა პროგრამული უზრუნველყოფა, იქნება ეს ლოკალური CRM პროგრამები თუ ქოლცენტრის მენეჯმენტის პროგრამა, უკვე ქლაუდზეა გადასული. ერთადერთი რაც არის საჭირო, ეს არის სოფტფონების დაინსტალება სახლიდან მომუშავე ქოლ ცენტრის ოპერატორების კომპიუტერებზე, რაც საკმაოდ მარტივი პროცესია და მისი რემოუთად გაკეთებაც სწრაფი და ადვილია. ერთერთ ყველაზე დიდ პრობლემას, რასაც ქოლცენტრის მენეჯერები აწყდებიან ამგვარ სამუშაო გარემოში, არის ის, თუ როგორ ვაკონტროლოთ თანამშრომლებიც ეფექტურობა. აქ უკვე თანამედროვე ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემა შემოდის, რაც ქოლცენტრის მენეჯერებს აძლევს არაჩვეულებრივ ხელსაწყოებს, მოახერხონ სახლიდან მომუშავე ქოლცენტრის გუნდის მართვა.

სახლიდან მომუშავე ქოლცენტრის გუნდის მართვა ქოლცენტრის მონიტორინგის პროგრამის საშუალებით

სახლიდან დასაქმებული ქოლცენტრის ერთერთ უარყოფით მხარედ კომპანიებისათვის მოისაზრება მისი მენეჯმენტის სირთულეები, თუმცა ტექნოლოგიების უკანასკნელი ტრენდებით, ეს უკვე რეალობას არ შეესაბამება

თანამედროვე ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემა ქოლცენტრის მენეჯერებს აძლევს უამრავ პროგრესულ ფუნქციას, მოახდინონ ქოლცენტრის ოპერატორთა ეფექტურობის მართვა, რაც არ არის დამოკიდებული ქოლცენტრის ოპერატორთა გეოგრაფიულ ლოკაციაზე. ქოლცენტრის მენეჯერებს კვლავაც შეუძლიან ჩაერთონ მიმდინარე სატელეფონო ზარში, რათა მოახდინონ ახალი ოპერატორების დატრენინგება, მათ მიუწვდებათ ხელი ქოლცენტრის ოპერატორების სრულ მეტრიკაზე, სამუშაო აქტივობასა და დინამიკაზე რეალურ დროში, ისევე, როგორც სრულ სატელეფონო სტატისტიკაზე, რათა მოახდინონ სატელეფონო სერვისის ეფექტურობის კონტროლი.