ქოლცენტრის მონიტორინგი
ქართულენოვანი ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემა იძლევა მრავალფეროვანი ოპტიმიზაციის საშუალებას, რათა ქოლცენტრის მენეჯერებმა შეძლონ სერვისის ხარისხის გაუმჯობესება მიმდინარე დროში. ინფორმაციით მდიდარი რეპორტების ამოღების შესაძლებლობა ასევე საშუალებას გაძლევთ დააკვირდეთ თქვენის სერვისის ხარისხის დინამიკას დროში, სერვისის ხარისხის ასამაღლებელი ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ
ინდივიდუალური მიდგომა
ყველა მომხმარებლის სისტემები ინერგება მათ ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე
მოქნილი სამართავი სისტემა
ქოლცენტრის მენეჯერებისათვის სისტემის ოპტიმიზაციის ხელსაწყოებზე წვდომა
სერვისის მაღალი ხარისხი
დაგროვილი 8 წლიანი მონაცემებით ჩვენი სერვისის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს 99.9998%
თქვენი სატელეფონო სერვისის ამაღლება
ჩვენი სატელეფონო სისტემის დახმარებით, ჩვენს მომხმარებელთა ქოლ-ცენტრების წარმადობა იზრდება და აღწევს 96.51%-ს
ყველა KPI მონაცემებზე წვდომა
ყველა მნიშნელოვანი ქოლცენტრის სტატისტიკის მონაცემზე წვდომა განსაკუთრებით ადვილი და ინტუიტურია
გაფართოებული ძიების ფუნქცია
სატელეფონო მონაცემებისა და ზარების ჩანაწერების მარტივი ძიება მრავალი სხვადასხვა პარამეტრის საშუალებით
სტატისტიკური ინფორმაცია
წვდომა ყველა მნიშვნელოვან KPI-ზე
ჩვენი ქოლცენტრის მონიტორინგის პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა თქვენს დეტალურ სატელეფონო სტატისტიკაზე
- ნაპასუხარი და უპასუხო (ჩავარდნილი) ზარების რაოდენობა
- სატელეფონო საუბრის ჯამური/საშუალო დრო
- მოლოდინის რეჟიმის ჯამური/საშუალო დრო
- მომხმარებლის საშუალო პოზიცია რიგში ზარის განხორციელებისას
სისტემის დატვირთვის მაჩვენებლები
წვდომა ყველა მნიშვნელოვან KPI-ზე
გარდა სტანდარტული სტატისტიკისა ასევე იღებთ წვდომას კიდევ უფრო პროგრესული ტიპის ინფორმაციაზე როგორიცაა:
- ოპერატორების რეაგირების დრო
- ჩავარდნილი ზარებში: მომხმარებლის საშუალო პოზიცია მოლოდინის რიგში
- მოლოდინის დრო ზარის გათიშვისას
- ზარების დატვირთვის ყოველდღიური მაჩვენებელი
- ზარების დატვირთვის საათობრივი მაჩვენებელი
- ოპერატორების შესვენებების დროის ანალიზი და დეტალურ სტატისტიკაზე წვდომა
ზარების დეტალური ფილტრაცია
ჩანაწერების ძიება მრავალფეროვანი პარამეტრებით
ჩვენი სატელეფონო სისტემა გაძლევთ მარტივ და ინტუიტურ წვდომას ზარების ჩანაწერებთან. ჩანაწერები შეგიძიათ როგორ ჩამოწეროთ, ასევე მოუსმინოთ პირდაპირ სისტემიდან. ხოლო ჩანაწერების მოძიება შესაძლებელია მრავალფეროვანი საძიებო პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა:
- საუბრის და მოლოდინის დრო
- ზარის განხორციელების თარიღი
- სატელეფონო ზარის სტატუსი