ქართული ბაზრისათვის ჩვენს მიერ შექმნილ ქოლცენტრის მონიტორინგის პროგრამას ახალი ფუნქცია დაემატა. ეს არის სატელეფონო მიმდინარე სტატისტიკური მახასიათებლის გამოტანის საშუალება ქოლცენტრის ოთახში განთავსებულ მონიტორზე. ფუნქცია საკმაოდ მოთხოვნადი იყო ჩვენი არსებული მომხმარებლების მხრიდან, რამდენადაც ის ერთიორად ამაღლებს ქოლცენტრის ეფექტურობასა და შესაბამისად სერვისის ხარისხს. ფუნქცია საშუალებას აძლევს როგორც ქოლცენტრის მენეჯერებს, ასევე ქოლცენტრის თანამშრომლებს, რეალურ დროში თვალყური ადევნონ სატელეფონო სტატისტიკას და მიიღონ შესაბამისი ზომები ზარების ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად.
სატელეფონო სტატისტიკის მონაცემების დისპლეი საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ ქოლცენტრის ყველაზე მნიშნელოვან მახასიათებლებს, რაც უფრო თვალსაჩინოს ხდის მიმდინარე სერვისის ხარისხს. სტატისტიკაში მოცემულია ნაპასუხარი, უპასუხო, გამავალი და მოლოდინში მყოფი ზარების რაოდენობები. ის ასევე აღრიცხავს ოპერატორების სტატუსს, დაკავებული, თავისუფალი და საუბრის პროცესში მყოფი ოპერატორების სტატისტიკის თვალსაჩინოდ ჩვენებით.
სტატისტიკის დისპლეი ასევე რელურ დროში ადევნებს თვალყურს თითოეული ოპერატორის ნაპასუხარი, უპასუხო და გამავალი ზარების რაოდენობას, რაც ქოლცენტრის მთელ გუნდს საშუალებას აძლევს თავად აკონტროლონ სერვისის ხარისხი და რეალურ დროში მიიღონ ზომები უპასუხო ზარების რაოდენობისა და მოლოდინის დროის შესამცირებლად.
სტატისტიკის დისპლეის ფუნქციის უპირატესობები:
რამდენადაც სატელეფონო სტატისტიკის დისპლეის ფუნქცია საშუალებას გვაძლევს რეალურ დროში ვაკონტროლოთ სერვისის ხარისხი, იგი წარმოადგენს საუკეთსო ხელსაწყოს, მოახდინოს ქოლცენტრის გუნდის ყველა წევრის ჩართვა სერვისის მონიტორინგის პროცესში რათა თავადვე მოახდინონ რეაგირება მომსახურების გასაუმჯობესებლად. იგი საშუალებას გვაძლევს:
- ნათლად და თვალსაჩინოდ მოხდეს მიმდინარე ინფორმაციის გადაცემა ქოლცენტრის ყველა თანამშრომლისა და მენეჯერისათვის;
- მოხდეს ქოლცენტრის სერვისის ხარისხის ოპტიმიზება რეალურ დროში;
- გაზარდოს ქოლცენტრის პროდუქტიულობა გუნდის წევრების ჩართულობის ამაღლებით;
- მინიმუმამდე დაიყვანოს უპასუხო ზარებსი რაოდენობა და გაზარდოს უპასუხო ზარებზე რეაგირების სისწრაფე;
- იყოს შეუცვლელი ხელსაწყო ქოლცენტრის გუნდის მიერ მომხმარებლებზე ზრუნვის სტანდარტების დასანერგად;
რაც მთავარია ამ ახალი ქოლცენტრის მონიტორინგის ხელსაწყო ხელმისაწვდომია ყველა ჩვენი მომხმარებლისათვის სრულიად უფასოდ. ჩვენი ციფრული სატელეფონო ნომრის არჩევის ან საკუთარი სატელეფონო ნომრით ჩვენს სერვისზე დაპორტირების შემთხვევაში საშუალება გეძლევათ სრულიად უფასოდ ისარგებლოთ როგორც ჩვენი მაღალფუნქციური ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემით, ასევე მიიღოთ ყველა ახალი ფუნქცია და დანამატი, რომლებიც ინტეგრირებაც ამჟამად ან სამომავლოდ არის დაგეგმილი. ჩვენი ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემა მუდმივად დახვეწისა და განვითარების პროცესშია და რეგულარულად ხდება ყველა პოპულარული და მოთხოვნადი ფუნქციის დამატება, რომლებიც სურვილის შემთხვევაში მომენტალურადვე ხდება ხელმისაწვდომი ყველა ჩვენი მომხმარებლისათვის