სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურება საუკეთესო არჩევანია კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ისეთი პროგრესული სატელეფონო ფუნქციებით, როგორიცაა შემომავალი ზარების მუსიკალური დალოდების რეჟიმი და რიგითობა, ხმოვანი მენიუ და ზარების გადამისამართება როგორც შიდა, ასევე გარე ნომრებზე, არასამუშაო საათების სწორი უტილიზაცია და ა.შ. თუმცა ამავდროულად ამ ტექნოლოგიაში მასიური ინვესტიციებისა და სისტემის მოვლისათვის საჭირო სხვა ხარჯებისა თუ თავსატეხების თავიდან აცილებას გეგმავენ. სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურების არჩევისას ვოიპ პროვაიდერები საკუთარ თავზე იღებენ როგორც სისტემის პირველადი გამართვის, ასევე სისტემის მოვლისა და ყველა ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის ვალდებულებებს. თუმცა ჰოსტინგზე მიგრაციისას და VoIP პროვაიდერის არჩევისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ ის ის ძირითადი პრობლემები, რაც შესაძლებელია საჰოსტინგო მომსახურებას ახლდეს და პროვაიდერთან ერთად გაიაროთ კონსულტაცია ტრანზიციის მაქსიმალურად შესამსუბუქებლად.
1) ინტერნეტის არასაკმარისი სიჩქარე:
ერთ-ერთი უმთავრეს ფაქტორს, სატელეფონო ზარების მაღალი ხარისხის შენარჩუნებისთვის, სატელეფონო სისტემის ჰოსტინგისას, სწორედ ინტერნეტის სიჩქარე წარმოადგენს. არასტაბილური და წყვეტილი ინტერნეტ-კავშირის დროს სატელეფონო ზარების ხარისხი საგრძნობლად ეცემა. ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება თავადაც შეგიძლიათ. ამისთვის სასურველია იცოდეთ დაახლოებით რამდენ ერთდროულ ზარს იღებს თქვენი კომპანია დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდში. საშუალოდ, თითოეულ ერთდროულ ზარს დაახლოებით 85-100 კილობიტი ტრაფიკი ესაჭიროება. შესაბამისად თუკი პიკის საათებში თქვენ კომპანიაში შემომავალი ერთდროული ზარები 5-ს არ აღემატება, თქვენ დაგჭირდებათ 500 კილობიტი წამში ინტერნეტკავშირი ხმის გადაცემის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად, ხოლო თუკი ერთდოული ზარები 20-ს აჭარბებს, მაშინ თქვენი ინტერნეტ ჩამოწერის სიჩქარე მინიმუმ 2 მეგაბიტი უნდა იყოს წამში.
გარდა ამისა, თუკი შეზღუდული სიჩქარის ინტერნეტი გაქვს, ხშირ შემთხვევაში ტრაფიკის უმეტესი რესურსი შეიძლება ათვისებულ იქნას სხვა მიზნებით და სატელეფონო საუბრებისათვის დარჩეს არასაკმარისი რაოდენობა, რაც გამოიწვევს საუბრის ხარისხის დავარდნას. შესაბამისად ვოიპ ჰოსტინგის გამოყენებისას უნდა დარწმუნდეთ რომ თქვენს კომპანიაში არ ხდება ინტერნეტის ტრაფიკის არამიზნობრივი განაწილება, რაც გამოიწვევს ტელეკომუნიკაციის ხარისხის გაუარესებას.
თუკი მაინც დარწმუნებული არ ხართ, თუ რა სიჩქარის ინტერნეტი გესაჭიროებათ, სთხოვეთ ვოიპ პროვაიდერს წინასწარ მოახდინოს ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება, რათა ვოიპ ჰოსტინგის მომსახურებაზე გადასვლის შემდგომ არ წააწყდეთ ტექნიკურ ხარვეზებს.
2) მოძველებული და არათავსებადი აპარატურა:
სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურებაზე გადასვლისას ხშირად კომპანიაში არსებული მოძველებული როუტერები შესაძლოა ერთერთი ძირითადი პრობლემების წყარო იყოს, რამდენადაც მოძველებულ როუტერები შესაძლოა არ იყოს თავსებადი ვოიპ სატელეფონო აპარატურასთან და ინტერნეტის საშუალებით ხმის გადაცემის მეთოდოლოგიასთან. შესაბამისად ზარალდება სატელეფონო ზარების ხარისხი. სატელეფონო სისტემის ჰოსტინგისთვის საჭირო, თავსებადი როუტერების ფასები, დღესდღეობით საქართველოში 30 ლარიდან იწყება, გამომდინარე მათი ფუნქციონალობის, დატვირთვისა და ხარისხის მახასიათებლებიდან. იმის გათვალისწინებით რომ ვოიპ ტელეფონია საკმაოდ დიდ შეღავათს იძლევა, გამომდინარე განსაკუთრებით დაბალი სატელეფონო ტარიფებიდან, ეს ინვესტიცია ნამდვილად გამართლებულია ყოველთვიური სატელეფონო გადასახადის შემცირებისთვის. შესაბამისად საჰოსტინგო მომსახურებაზე გადასვლის წინ სასურველია სთხოვოთ ვოიპ პროვაიდერს შეამოწმოთ თქვენს კომპანიაში არსებული როუტერები და საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო ხარვეზების თავიდან ასაცილებლად, ჩაანაცვლოთ მოძველებული როუტერი.
3) თანამშრომლების გუნდის ტრენინგი
ვოიპ ჰოსტინგის არჩევის მთავარ ფაქტორს სწორედ მრავალფეროვანი სატელეფონო ფუნქციები წარმოადგენს, რამაც უნდა გაგიმარტივოთ თქვენს მომხმარებლებთან კომუნიკაცია. თუმცა ეს ფუნქციონალობა შესაძლოა სრულად გამოუსადეგარი აღმოჩნდეს, თუკი თქვენმა თანამშრომლებმა არ იციან მათი გამოყენება. მაგალითად ისეთი მნიშვნელოვანი სატელეფონო ფუნქცია, როგორიცაა ზარების გადართვა სხვადასხვა განყოფილებებსა და ფილიალებში, შესაძლოა საბოლოოდ აუთვისებელი დარჩეს თუკი თანამშრომლებმა არ იციან რეალურად როგორ მოახდინონ ზარების გადართვა. შესაბამისად სატელეფონო სისტემის ჰოსტინგის არჩევისას დარწმუნდით რომ ვოიპ პროვაიდერი გაწვდით მარტივ ინსტრუქციებს თქვენთვის სასურველი სატელეფონო ფუნქციების გამოყენების შესახებ და დარწმუნდით რომ ეს ინსტრუქციები ყველა თქვენი თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომი და გასაგებია
დაზოგეთ სატელეფონო ხარჯები
ისარგებლეთ სატელეფონო სისტემის ჰოსტინგით და მიიღეთ თქვენს ბიზნეს მოთხოვნებზე მორგებული, მრავალფუნქციური ბიუჯეტური საოფისე ტელეფონია
4) არასწორად დაკონფიგურირებული შიდა ქსელი
რამდენადაც ვოიპ სატელეფონო ზარების გადაცემა ხდება ინტერნეტის საშუალებით, აუცილებელია დავრწმუნდეთ რომ კომპანიის შიდა ქსელი სწორადაა დაკონფიგურირებული, რათა თავიდან ავიცილოთ ხმის წყვეტები და სხვა სატელეფონო ხარვეზები. ხშირად ეს პრობლემები შედარებით ადვილად მოგვარებადია, თუკი იყენებთ ვოიპისთვის შესაბამის როუტერებს და როუტერები სწორადაა დაკონფიგურირებული თქვენი ვოიპ პროვაიდერის მიერ.
5) უსაფრთხოების პრობლემები
ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის მონაცემების უსაფრთხოება ერთერთი მთავარი საკითხია, შესაბამისად საჰოსტინგო მომსახურების დროს უნდა დარწმუნდეთ რომ არამხოლოდ თქვენი დოკუმენტური მონაცემები, არამედ თქვენი სრული სატელეფონო კომუნიკაცია აბსოლუტურად დაცულია თავდასხმებისგან. საჰოსტინგო მომსახურებაზე გადასვლის წინ შეამოწმეთ რომ თქვენი ვოიპ პროვაიდერი იყენებს რამდენიმესაფეხურიან თავდაცვის სისტემას როგორც თქვენი აპარატურისთვის, ასევე საკუთარ ინფრასტრუქტურაში, თქვენი სატელეფონო კომუნიკაციის დასაცავად.