ვოიპ სატელეფონო გადაწყვეტილებები ერთერთ ყველაზე პოპულარულ გადაწყვეტილებებს წარმოადგენს. უამრავი მცირე და საშუალო ბიზნესი უკვე ირჩევს ვოიპ ტელეფონიას, რამდენადაც იგი ამცირებს სატელეფონო ხარჯებს საშუალოდ 40-დან 80%-ამდე, ხოლო მრავალფეროვანი სატელეფონო ფუნქციონალობა, რასაც VoIP ტელეფონია გვთავაზობს, კომპანიებს საშუალებას აძლევს მინიმუმამდე დაიყვანოს უპასუხო ზარების არსებობა და მნიშნელოვნად გაზარდოს კომპანიის უკუკავშირი მის მომხმარებლებთან, ასევე გააუმჯობესოს შიდა საოფისე კომუნიკაცია.
მიუხედავად იმისა რომ VoIP ტელეფონიას ტრადიციულ ტელეფონიასთან შედარებით უამრავი უპირატესობები აქვს, იმისთვის რომ ახალი სატელეფონო სისტემა მუდმივი პრობლემების და ტექნიკური შეფერხებების გამომწვევი არ იყოს, მნიშვნელოვანია კომპანიებმა სწორად შეარჩიონ VoIP პროვაიდერი, რომელიც ამ ტექნოლოგიას მათთვის მარტივსა და ადვილად მოხმარებადს გახდის და ეფექტურად აამაღლებს კომპანიის სატელეფონო კავშირის ხარისხს მომხმარებლებსა და პარტნიორებთან. სტატიაში გთავაზობთ 10 რჩევას, რაც დაგეხმარებათ სწორად აარჩიოთ VoIP პროვაიდერი:
- ფასები: რა თქმა უნდა ფასები ერთერთი მნიშნელოვანი კომპონენტია VoIP პროვაიდერის არჩევისას, თუმცა დღევანდელი კონკურენციის პირობებში VoIP პროვაიდერების მიერ შემოთავაზებული ტარიფები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. თქვენი კომპანიისთვის შესაფერისი VoIP პროვაიდერის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ასევე სერვისის ხარისხი, ტექნიკური დახმარების სისწრაფე და თქვენს ბიზნეს სპეციფიკაზე მორგებული სატარიფო გეგმების არჩევის შესაძლებლობა. ასევე აღსანიშნავია რომ თითქმის ყველა VoIP პროვაიდერს გააჩნია განსაკუთრებული სპეც ტარიფი მომხმარებლებისთვის, რომელთა ბიზნეს სპეციფიკაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის შემომავალი და გამავალი ზარებს მოითხოვს. თუ ეს სპეციფიკა თქვენს კომპანიას შეესაბამება, დაუკავშირდით VoIP პროვაიდერებს სპეც ტარიფების მისაღებად და შემდგომ მოახდინეთ ხარჯების შედარება.
- სერვისის ხარისხი: VoIP პროვაიდერის სერვისის ხარისხი ხშირად დამოკიდებულია თქვენ კომპანიაში ინტერნეტის ხარისხზე. კარგი რეპუტაციის მქონე, გამოცდილი VoIP პროვაიდერი უფასოდ ახდენს თქვენი ინტერნეტის ხარისხის შემოწმებას, ასევე გიწევთ რეკომენდაციას რა ტიპის თუ რა ბრენდის აპარატურის შეძენა გჭირდებათ რომ მომავალი ხარვეზები და სატელეფონო წყვეტები თავიდან აიცილოთ.
- კვალიფიციური ტექნიკური დახმარება: რამდენადაც VoIP სატელეფონო სისტემის დაყენების პირველ ხანებში შესაძლოა ტექნიკურმა ხარვეზებმა იჩინოს თავი, VoIP პროვაიდერის არჩევისას დარწმუნდით რომ კომპანია გთავაზობთ 24 საათიან კვალიფიციურ ტექნიკურ დახმარებას გამოცდილი ტექნიკური კადრით, რათა თქვენი ტექნიკური მოთხოვნა მენეჯერიალურ ბიუროკრატიაში არ ჩაიკარგოს.
- კმაყოფილების გარანტია: ხშირად კარგი სერვისის და მაღალი ხარისხის მომსახურების დაპირება საკმარისი არ არის და მომხმარებელმა თავად უნდა შეძლოს მომსახურების ხარისხისა და კვალიფიციური ტექნიკური დახმარების შემოწმება. განსაკუთრებით ისეთ კომპანიებში, რომელთა ბიზნეს სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა სულ მცირე სატელეფონო წყვეტებმა და ხარვეზებმაც კი მნიშვნელოვნად შეანელოს ბიზნესის განვითარების ტემპი. ასეთ შემთხვევებში დარწმუნდით რომ თქვენს მიერ არჩეული VoIP პროვაიდერი, ხელშეკრულების გაფორმებასა და ნომრის პორტირებამდე, უზრუნველყოფს თქვენთვის წინასწარ სატესტო ციფრული ნომრის გამოყოფას, რისი საშუალებითაც თავადვე შეგიძლიათ შეამოწმოთ ამ VoIP პროვაიდერის მომსახურების დონე და ხარისხი.
- VoIP პროვაიდერის კომპეტენცია: VoIP ტექნოლოგიის პოპულარობისა და მასზე მაღალი მოთხოვნის გამო, მრავალი ტექნიკური დახმარების კომპანია ასევე ითვისებს და მომხმარებლებს სთავაზობს VoIP სატელეფონო სერვისით უზრუნველყოფას. მსგავსი მრავალპროფილიანი კომპანიის არჩევისას დარწმუნდით, რომ კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური VoIP ინჟინრებით, რომლებიც მოახერხებენ თქვენი კომპანიისთვის სწრაფი და საიმედო სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფას და შეძლებენ მინიმალურ დროში განსაზღვრონ და აღმოფხვრან ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზი, რაც შეიძლება ამ თანამედროვე ტექნოლოგიას გააჩნდეს.
- არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან ინტეგრაცია: თუკი თქვენი კომპანია უკვე იყენებს სპეციფიურ პროგრამულ უზრუნველყოფას ან მონიტორინგის გადაწყვეტილებას (მაგალითად კლიენთა მართვისა და მათთან ურთიერთობის სხვადასხვა გადაწყვეტილებები) VoIP პროვაიდერის არჩევისას დარწმუნდით, რომ პროვაიდერს შეუძლია საკუთარი სატელეფონო სერვისების ინტეგრაცია თქვენს არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან და პროვაიდერის კვალიფიციური ტექნიკური კადრი ან თავად მოახერხებს, ან თქვენს ტექნიკურ კადრს მიაწოდებს დეტალურ ინფორმაციას ამ გადაწყვეტილებების მარტივი ინტეგრაციისთვის.
- ინდივიდუალური გადაწყვეტილებების შემოთავაზება: VoIP სატელეფონო სისტემები უამრავ პროგრესულ სატელეფონო ფუნქციებს გვთავაზობს, რომლის შესახებაც არატექნიკურ პირებს ხშირად საკმაოდ მწირი ინფორმაცია აქვთ, თუმცა შეიძლება ზოგი კომპანიისთვის, მისი ბიზნეს სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიმე VoIP ფუნქციონალობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პროვაიდერის არჩევამდე დარწმუნდით, რომ პროვაიდერის წარმომადგენლები ყურადღებით გისმენენ და სვამენ კითხვებს თქვენი ბიზნეს სპეციფიკის შესახებ, თანამიმდევრულად გიხსნიან თუ რა თანამედროვე ფუნქციონალობის შემოთავაზება შეუძლია მათ სატელეფონო სისტემებს, რათა შეძლოთ აირჩიოთ იმ ოპტიმალური სატელეფონო ფუნქციონალობის ნაკრები, რაც არ გადატვირთავს და აამაღლებს თქვენი სატელეფონო სისტემის ეფექტურობას და მინიმუმამდე დაიყვანს უპასუხო ზარების არსებობას.
- უსაფრთხოება: აღსანიშნავია რომ VoIP სატელეფონო სტრუქტურა ყოველთვის არის შეტევების აქტიურ სამიზნეზე, შესაბამისა VoIP პროვაიდერები ვალდებულები არიან მუდმივად იმუშაონ უსაფრთხოების სისტემების დახვეწასა და განვითარებაზე. VoIP პროვაიდერის არჩევისას მნიშნელოვანია გავითვალისწინოთ რომ პროვაიდერი გვთავაზობდეს უსაფრთხოების მრავალსაფეხურიან სისტემას როგორც თქვენი აპარატურისთვის, ასევე საკუთარ ინფრასტრუქტურაში.
- ხმის გადაცემის ხარისხი: VoIP პროვაიდერის არჩევისას მნიშვნელობა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხმის გადაცემის ხარისხს. ხშირად პროვაიდერის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები მცირე დატვირთვებზე შეიძლება გვთავაზობდეს დამაკმაყოფილებელ ხარისხს, თუმცა დატვირთვის გაზრდისა და ზარების მომატების შემთხვევაში ხმის ხარისხი საგრძნობლად ეცემოდეს.
- კავშირის უწყვეტობა: ხშირად მომხმარებლები ერიდებიან VoIP სატელეფონო ქსელზე გადასვლას, რადგან ამ შემთხვევაში ტელეფონების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდება და გამართული ინტერნეტ კავშირი. ელექტროენერგიის ან ინტერნეტ კავშირის წყვეტის შემთხვევაში კომპანია კარგავს უამრავ შემომავალ ზარს. აღსანიშნავია რომ სწორი VoIP პროვაიდერის არჩევის შემთხვევაში ეს პრობლემები ადვილად აღმოფხვრადია, რამდენადაც კომპანიაში არსებული ტექნიკური ხარვეზების დროს შემომავალი ზარები შესაძლოა ავტომატურად გადამისამართდეს ოპერატორების მობილურ ტელეფონებზე. ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის შემდგომ შემომავალი ზარები კვლავ VoIP სატელეფონო სისტემაზე გადმომისამართდება. ამგვარი სერვისის არჩევისას კომპანიები იღებენ სერვისის უწყვეტობის გარანტიას და მინიმუმამდე დაჰყავთ უპასუხო სატელეფონო ზარების არსებობა.