პროგრესულ სატელეფონო სისტემებზე საუბრისას მრავალფეროვანი ფუნქციონალობით, ავტომოპასუხითა და ქოლცენტრით, მსმენელს ხშრად გიგანტური კომპანიები წარმოუდგება ხოლმე თვალწინ, სადაც უზარმაზარ ოფისებში ათობით სატელეფონო ოპერატორი მუშაობს. რეალურად ვოიპ თანამედროვე სატელეფონო სისტემები საუკეთესო საშუალებას იძლევა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის პროგრესული სატელეფონო სისტემის მოწყობა საკმაოდ ბიუჯეტურ ვარიანტში მოხდეს. ეს გადაწყვეტილება კი სატელეფონო სისტემის ჰოსტინგს წარმოადგენს.
რა არის სატელეფონო სისტემის ჰოსტინგი? ამაზე პასუხი რომ გავცეთ მოკლედ განვიხილოთ თუ როგორ მუშაობს თანამედროვე საოფისე სატელეფონო სისტემები.
თანამედროვე სატელეფონო სისტემებში, ჩვენ გვაქვს ვოიპ ტელეფონები, რომლებიც ჩართულია ოფისში მდებარე სატელეფონო სადგურში. ასეთი სისტემის მოწყობა, როდესაც სატელეფონო სადგური იმავე კომპანიაში მდებარეობს რა საკვირველია სატელეფონო სისტემის შეძენის, გამართვის და მისი შემდგომი მომსახურე პერსონალის დაქირავებისთვის დიდ დანახარჯს მოითხოვს. შესაბამისად ერთ ან რამოდენიმე ტელეფონიან ოფისებში მსგავსი სისტემის გამართვა ფინანსურად წამგებიანი იქნებოდა. სწორედ აქ შემოდის სატელეფონო ჰოსტინგის იდეა. რამდენადაც ვოიპ სატელეფონო სისტემებში ხმის გადატანა ინტერნეტით ხორციელდება, სატელეფონო სადგურის მდებარეობას მნიშვნელობა აღარ ენიჭება. საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა. ინტერნეტის ქსელში ჩართული ვოიპ ტელეფონები თავად უკავშირდებიან სატელეფონო სადგურს, რომელიც სატელეფონო სისტემის ჰოსტინგზე პასუხისმგებელი კომპანიის ოფისში იქნება განთავსებული.
შესაბამისად ვოიპ სატელეფონო სისტემის მსურველი მცირე და საშუალო ბიზნესები თავისუფლდებიან სატელეფონო სადგურის შეძენის, სატელეფონო სისტემის გამართვისთვის საჭირო საწყისი ფინანსური ხარჯისგან. ყველა ამ ხარჯს ჰოსტინგის კომპანია იღებს, რომელიც მსურველებს საკუთარი სატელეფონო სადგურზე სისტემის საწყის გამართვასა და ყველა თანამედროვე ფუნქციონალობის მოწყობას უფასოდ სთავაზობს. ასევე საკუთარ თავზე იღებს სისტემის შემდგომ მონიტორიგსა და გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობასაც.
ასეთი ბიუჯეტური ვერსია ამცირებს როგორც სატელეფონო სისტემის გამართვის საწყის ხარჯს, ასევე მის შემდგომ მონიტორინგის ხარჯებსაც, რამდენადაც სპეციალური, სატელეფონო სისტემებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კადრის დაქირავების საჭიროება ქრება. სატელეფონო ჰოსტინგის კომპანია შეღავათიან ფასებში ახორციელებს სისტემის პროფესიონალურ, 24 საათიან ტექნიკურ მომსახურებას რაც გარანტიას იძლევა რომ სატელეფონო სისტემები 24 საათის განმავლობაში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე იფუნქციონირებს.
ვოიპ ტექნოლოგიის ჰოსტინგის უპირატესობას ისიც წარმოადგენს, რომ მსგავსი მომსახურება მცირე ბიზნესებს შეუძლიათ 1 ტელეფონიანი სისტემიდანაც დაიწყონ და რამდენადაც დღედღეობით მსგავსი სატელეფონო ფუნქციონალობა გიგანტურ კომპანიებთან ასოცირდება, სწრაფადვე მოიპოვონ მომხმარებლების ნდობა და შეიქმნან პროფესიული სამუშაო გარემო.