ჩვენს შესახებ

სატელეფონო სისტემები

21 საუკუნეში წარმატებული ბიზნესის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება თანამედროვე სატელეფონო სისტემების განვითარებას, რადგანაც მათი მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაციის სწრაფი და ეფექტური გაცვლა კლიენტებთან და პარტნიორებთან. თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სატელეფონო სისტემები არის პროგრესული ბიზნესის წარმართვის და განვითარების ძლიერი, მრავალფუნქციური ინსტრუმენტი. სატელეფონო სისტემის სწორედ შერჩევის შემთხვევაში თქვენი კომპანია მიიღებს მრავალი საჭირო და სასარგებლო ფუნქციის მქონე სატელეფონო ქსელს

შპს „არკომ“ შეიქმნა 2013 წელს და აერთიანებს სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს, რომელთა მიზანია უზრუნველყონ სანდო და ხარისხიანი სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფა თითოეული მომხმარებლისთვის.

ჩვენი კომპანიის პოლიტიკა გულისხმობს ინდივიდუალურ მიდგომას ყოველი მომხმარებლის მიმართ. სატელეფონო სისტემები ფუნქციონალურად იგეგმება და იმპლემენტირდება  უშუალოდ თითოეული მომხმარებლის სურვილებისა და მოთხოვნებიდან გამომდინარე რათა ჩვენმა თითოეულმა მომხმარებელმა მიიღოს ისეთი სატელეფონო სისტემა, რომელიც სრულად პასუხობს მის სატელეფონო მოთხოვნებს მათი ბიზნეს სპეციფიკიდან გამომდინარე.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული სატელეფონო სისტემები წარმოადგენს მოქნილ და მრავალფუნქციურ სისტემებს, რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება კონკრეტული სიტუაციის მიხედვით როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენ გთავაზობთ ქოლ ცენტრების, ავტომოპასუხის, ხმოვანი მენიუს მოწყობას, რაც მომხმარებელს აძლევს შიდა ნომრების გადამისამართების შესაძლებლობას სხვა შიდა, მობილური ტელეფონის ან ქალაქის ტელეფონის ნომერზე, ხმოვან ფოსტაზე – როგორც დინამიურად, ასევე სტატიკურად, თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე;გამავალი ზარების დეტალური სტატისტიკის ამოღებას, რაც შესაძლებელი იქნება როგორც ვებ აპლიკაციის მეშვეობით, ასევე ავტომატურად გენერირებული და ელ-ფოსტაზე გადაგზავნილი რეპორტების მეშვეობით.

გთავაზობთ კორპორატიული სატელეფონო ქსელის დაპროექტება-დანერგვას, რაც მოიცავს ასევე დაკავშირებას კომპანიის მოშორებულ ოფისებთან (მათ შორის სხვა ქალაქში ან საზღვარგარეთ) შიდა სატელეფონო ქსელის ფარგლებში წუთობრივი გადასახადის გარეშე.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული თანამედროვე სატელეფონო სისტემები და მათი დანერგვის შემდგომი სერვისი მაქსიმალურად გამორიცხავს ტექნიკურ ხარვეზებს.

ჩვენი მისია არის მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული საიმედო კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა, კლენტების კმაყოფილების მაღალი დონე და კომპანიის სტაბილური ზრდა.