სატელეფონო სისტემის ჰოსტინგი

სატელეფონო სისტემა

 

იმისათვის რომ გქონდეთ თქვენი ბიზნესის შესაბამისი თანამედროვე სატელეფონო სისტემა აღარ არის საჭირო ძვირადღირებული სატელეფონო სადგურის შეძენა, ინფრასტრუქტურის გამართვა და დაქირავებული სპეციალისტის აყვანა რაც ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეს სატელეფონო მომსახურება ძალიან მოსახერხებელია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც  უკვე აქვთ შესაძებლობა მინიმალურ დანახარჯად მოიწყონ თანამედროვე სატელეფონო სისტემა.

კომპანია არკომი გთავაზობთ სრული მომსახურების პაკეტს. ეს მომსახურების პაკეტი მოიცავს:

  1.  საკუთარი სატელეფონო სადგურით მომსახურებას- რაც გათავისუფლებთ ძვირადღირებული აპარატურის შეძენის საჭიროებისგან;
  2. სატელეფონო სისტემის სრულად დაპროექტებასა და ინსტალირებას – სისტემის აწყობა ხდება თქვენი სპეციფიური ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისად და მოიცავს ყველა იმ თანამედროვე ფუნქციებს, რაც თქვენ დაგჭირდებათ სატელეფონო კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად;
  3. სისტემის 24 საათიან ტექნიკურ მომსახურებას – თქვენ აღარ დაგჭრდებათ სპეციალური კადრის დაქირავება თქვენი სატელეფონო სისტემის მუდმივი ტექნიკური მონიტორინგისა და განახლებისთვის. ჩვენი კომპანია საკუთარ თავზე იღებს თქვენი სატელეფონო სისტემის მუდმივ ტექნიკურ დახმარებას.

მინიმალური დანახარჯით  და უმცირესი გაწეული შრომით თქვენ გექნებათ სატელეფონო კავშირი, რომელიც თქვენს ბიზნესს შეესაბამება. სისტემების შემუშავება და აწყობა ხდება უმცირეს დროში.

სატელეფონო ჰოსტინგის სერვისით სარგებლობის დროს ერთადერთი მოთხოვნაა ინტერნეტთან წვდომა. თქვენს კომპანიას მოუწევს მხოლოდ VoIP ტელეფონების შეძენა და მათი ინტერნეტის ქსელში ჩართვა. VoIP ტელეფონები დაუკავშირდებიან ჩვენს სატელეფონო სერვერს, სადაც თქვენი სატელეფონო სისტემის კონფიგურაცია იქნება განთავსებული.

რადგანაც ჩვენი სატელეფონო სისტემა არ მოითხოვს სპეციალურ სატელეფონო ხაზებს, მათი ინტეგრირება საოფისე სივრჩეში მარტივად და უმტკივნეულოდ ხდება;

ჩვენი სატელეფონო სისტემა დინამიური სისტემაა, რაც გულისხმობს რომ იგი ავტომატურად ერგება სხვადასხვა მასშტაბებსა და დატვირთვებს. სატელეფონო სისტემის ჰოსტინგით მომსახურება თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ 1 ტელეფონიდან. ჩვენი სატელეფონო სისტემა მარტივად ფართოვდება თქვენი ბიზნესის გაფართოვებასთან ერთად. თქვენი სატელეფონო მოთხოვნების ზრდის შემთხვევაში სატელეფონო ქსელში ტელეფონების დამატება სწრაფი და უმტკივნეულო პროცესია. ჩვენი თანამედროვე გადაწყვეტილებები მაქსიმალურად გამორიცხავს ტექნიკურ ხარვეზებს და იძლევა სერვისის 99.9% ხელმისაწვდომობას . ჩვენი სატელეფონო სისტემები წარმოადგენს დინამიურ სისტემას, რომელიც,თქვენი ბიზნეს სპეციფიკიდან გამომდინარე,  ავტომატურად ერგება სხვადასხვა მასშტაბებსა და დატვირთვებს.

დახვეწილი პრაქტიკა და მეთოდიკა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ხარვეზის აღმოჩენის, დიაგნოსტირების და აღმოფხვრის დრო – ხშირად ისე, რომ ამას თქვენ ვერ შეამჩნევთ.