საკუთარი სატელეფონო სადგურის მოწყობა

სატელეფონო ინფრასტრუქტურა

 

დიდ ბიზნესებს, რომლებიც არჩევენ რომ საკუთარი სატელეფონო ინფრასტრუქტურა საკუთარ საოფისე ტერიტორიაზე მოაწყონ, ვთავაზობთ საკუთარი სატელეფონო ქსელის მოწყობას. ეს სერვისი გულისხმობს რომ სატელეფონო სისტემების გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო სრული აპარატურული ინფრასტრუქტურა  მოთავსებული იქნება მათ ლოკაციაზე. ამ სატელეფონო გადაწყვეტილების არჩევა შედარებით დიდ საწყის ფინანსურ ინვესტიციას მოითხოვს, ვიდრე სატელეფონო სისტემის ჰოსტინგი რამდენადაც ბიზნესს თავად უწევს ყველა საჭირო აპარატურის შეძენა და სანდრო სატელეფონო ქსელის გამართვა. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სისტემა შეიძება ეკონომიურად მომგებიანი იყოს, რამდენადაც კომპანიას ყოველთვიურად არ უწევს ჰოსტინგის პროვაიდერთან ანგარიშგება. გარდა ამისა სისტემის გამართვისთვის არ არის საჭირო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტკავშირის ქონა. საკუთარი სატელეფონო სადგურის მოწყობა საშუალებას იძლევა სისტემა უფრო პერსონალურად მოერგოს მფლობელის ბიზნეს სატელეფონო ინტერესებსა და მოთხოვნებს. სისტემა ასევე ადვილად ფართოვდება კომპანიის მასშტაბების ზრდასთან ერთად და მასში ახალი ტელეფონების ინტერგრაცია შეუმჩნევლად ხორციელდება.

საკუთარი სატელეფონო სადგურის გამართვის სურვილის შემთხვევაში კომპანიებს ვუწევთ შემდეგი სახის სერვისს:

  1. ბიზნესებისთვის სატელეფონო ინფრასტრუქტურის გამართვისთვის საჭირო აპარატურის შეძენაში დახმარება აპარატურის ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით;
  2. კომპანიაში დამატებითი სატელეფონო ქსელის მოწყობა;
  3. სატელეფონო სისტემის კონფიგურირება რათა სატელეფონო სისტემამ დამონტაჟებისთანავე შეძლოს ფუნქციონირება;
  4. ტექნიკური პერსონალის ტრენინგები რათა თავის თავზე შეძლონ სატელეფონო სისტემის მოვლის აღება;

ნებისმიერ შემთხვევაში,ბიზნესები აირჩევენ სატელეფონო სისტემის ჰოსტინგსა თუ საკუთარი სატელეფონო სადგურის იმპლემენტირებას, ბიზნესები გარანტირებულად მიიღებენ ძლიერ, სანდრო სატელეფონო სისტემას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ყველა იმ ფუნქციონალობით, რაც მათ დაეხმარებათ ბიზნეს ტელეკომუნიკაციის ხარისხის ამაღლებაში.

რა საკვირველია, ნებისმიერი სატელეფონო სერვისის არჩევის შემთხვევაში ყველა ჩვენი თანამედროვე სატელეფონო ფუნქციონალობა თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ გსურთ საკუთარი სატელეფონო სადგურით სარგებლობა, თუმცა არ გყავ/არ გსურთ დაიქირავოთ ტექნიკური თანამშრომელი რომელიც ინსტალირების შემდგომ მოუვლის სატელეფონო სისტემას, კომპანია არკომი გთავაზობთ საკუთარ ტექნიკურ დახმარებას თქვენთვის მოსახერხებელი განრიგითა და შეღავათიანი ტარიფებით;