პროგრესული სატელეფონო სისტემები

პროგრესული სატელეფონო სისტემები

ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროგრესული სატელეფონო სისტემები გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ თანამედროვე სატელეფონო გადაწყვეტილებების მრავალი უპირატესობები, კერძოდ კი:

 

  • ხმოვანი მისალმებისა და ავტომოპასუხით სარგებლობა, რაც მომხმარებელს აძლევს შიდა ნომრებზე გადამისამართების შესაძლებლობას – ამ ფუნქციის საშუალებით ხდება შემომავალი ზარების თანაბარი გადანაწილება, რაც ამცირებს სატელეფონო დატვირთვას ერთ სატელეფონო ნომერზე და ამცირებს მომხმარებლების ლოდინის დროს;

 

  • ზარების დალოდების რეჟიმი, რიგითობა, მუსიკის არჩევა დალოდებისას – ეს ფუნქცია ამცირებს უპასუხო ზარების რაოდენობას და ხელს უწყობს რამოდენიმე, ერთდროულად შემომავალი ზარის შემთხვევაში არ მოხდეს სატელეფონო ზარების დაკარგვა;

 

  • შემომავალი ზარების გადამისამართება სხვა შიდა, მობილური ტელეფონის ან ქალაქის ნომერზე როგორც დინამიურად, ასევე სტატიკურად –  ზრდის თქვენი სატელეფონო სისტემის მობილობას რამდენადაც  საოფისე სატელეფონო ნომერზე შემოსული სატელეფონო ზარის არ რჩება უპასუხოდ, თუკი მოცემულ მომენტში ზარის ადრესატი გასულია ოფისიდან;

 

  • ქოლცენტრის ფუნქციონალური მოწყობა შემოსულ ზარებზე მაქსიმალურად ეფექტური რეაგირებისთვის;

 

  • არანაირი ლიმიტაცია ერთდროულად შემომავალი ან გამავალი ზარების რაოდენობაზე – ციფრული სატელეფონო ქალაქის ნომერი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ მრავალარხიანია რაც გულისხმობს რომ შეგიძიათ მიიღოთ ულიმიტო რაოდენობის ერთდროულად შემომავალი და გამავალი ზარები. ამ სერვისის გამოყენებით არც ერთი, ერთდროულად შემომავალი ზარი არ დაიკარგება.

 

  • თქვენს სატელეფონო სისტემაში შემომავალი და გამავალი ზარების დეტალური სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემების მიღება, რაც საშუალებას თავად გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხი. შეიტყოთ უპასუხო და ნაპასუხარი ზარების რაოდენობა და მიზეზები.  განსაზღვროთ დღის სხვადასხვა პერიოდში შემომავალი ზარების სტატისტიკა რათა მაქსიმალურად გამორიცხოთ უპასუხო ზარების არსებობა;

 

  • შეღავათიან ტარიფებს როგორც მობილურ ოპერატორების, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართულებით – VoIP სისტემების გამოყენების ერთერთ პოპულარულ მიზეზს წარმოადგეს ის ფაქტი რომ საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მობილურ ოპერატორებზე გამავალი ზარების ტარიფები ყოველთვის უფრო მცირეა, ვიდრე ტრადიციული სატელეფონო ხაზებიდან.

 

  • კორპორატიული სატელეფონო ქსელის მოწყობა – გულისხმობს რამდენიმე, გეოგრაფიულად დაშორებული ოფისის ერთიან შიდა ქსელში გაერთიანებას. ამ ფუნქციის გამოყენებისას სხვადასხვა ოფისში სხვადასხვა ტელეფონის ნომრის საჭიროება ქრება, რაც გათავისუფლებთ დამატებითი სააბონენტო გადასახადებისგან და აუმჯობესებს კომპანიის შიდა კომუნიკაციას. კომპანიის შდა ზარების ტარიფია 0 თეთრი.

 

  • ზარების მონიტორინგი და სტატისტიკა – ჩვენი პროგრესული სატელეფონო სისტემების გამოყენება საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ შემომავლი და გამავალი ზარების მონიტორინგი. მიიღოთ ქვდომა შემომავალ და გამავალ, უპასუხო და ნაპასუხარი ზარების სრულ სტატისტიკაზე. დაადგინოთ დღის და კვირის ყველაზე დატვირთული მონაკვეთები. დაადგინოთ უპასუხო ზარების ოდენობა და და მიზეზები რათაც აღმოფხვრათ უპასუხო ზარები და გააუმჯობესოთ თქვენი სატელეფონო სერვისი მომხმარებლების და პარტნიორების მიმართ.