ქოლცენტრი

ოპერატორებზე გადამისამართება

ჩვენს მიერ შემუშავებული ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემა საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ შემომავალი ზარების ქოლცენტრის ოპერატორებზე გადამისამართების მრავალფეროვანი ალგორითმები, რათა აამაღლოთ სატელეფონო ზარზე პასუხის ეფექტურობა და შეამციროთ მომხმარებელთა ლოდინის დრო

დაირეკოს ყველა ოპერატორთან ერთდროულად

 

დაირეკოს ყველა ოპერატორთან მონაცვლეობით

 

დაირეკოს ოპერატორებთან მათი შესაბამისი  პრიორიტეტების მიხედვით

დაირეკოს ოპერატორებთან მათი შესაბამისი  აქტივობის მიხედვით

დაირეკოს ოპერატორებთან ნაპასუხარი ზარების რაოდენობის მიხედვით

დეტალური სტატისტიკა

ჩვენი ქოლცენტრის მონიტორინგის პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა თქვენს დეტალურ სატელეფონო სტატისტიკაზე
ნაპასუხარი და უპასუხო (ჩავარდნილი) ზარების რაოდენობა დღიურად ან დროის თქვენს მიერ არჩეულ პერიოდში
სატელეფონო საუბრის ჯამური/საშუალო დროისა და მოლოდინის რეჟიმის ჯამური/საშუალო დროის მონაცემებზე წვდომა
ოპერატორების რეაგირების ჯამური/საშუალო დრო და მომხმარებლის საშუალო პოზიცია რიგში ზარის განხორციელებისას
ჩავარდნილი ზარების შემთხვევაში საშუალო პოზიცია რიგში და მოლოდინის დრო ზარის გათიშვისას
ზარების დატვირთვის ყოველდღიური და დღეღამეში დატვირთვის საათობრივი განაწილების დეტალური მაჩვენებლები
ოპერატორების შესვენებების დროის ანალიზი და დეტალურ სტატისტიკაზე წვდომა

მოქნილი სისტემა

ჩვენი სატელეფონო მონიტორინგის სისტემის საშუალებით შეგიძლიათ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული , დახვეწილი გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად

დამატებითი ოპტიმიზაცია

  • ქოლცენტრის ოპერატორების თემატური ჯგუფების შეუზღუდავი რაოდენობით შექმნა;
  • შემომავალი ზარების პრიორიტეტიზაცია ოპერატორის ჯგუფების მიხედვით;
  • ავტომატური უკუკავშირი მომხმარებელთან, მაგალითად, ავტომატური ზარი რომელსაც განახორციელებს სისტემა და შესთავაზებს მომხმარებელს სატელეფონო მომსახურების შეფასებას5 ან 10 ბალიანი სისტემით;
  • რეალურ დროში მიმდინარე ზარების, ოპერატორების სტატუსის და მოლოდინში მყოფი ზარების შესახებ ინფორმაცია;
  • მიმდინარე სატელეფონო საუბარში ჩართვის საშუალება;
  • ზარების ჩაწერის, ამონაწერის და გაფართოებული ძიების მძლავრი ფუნქციონალურობის მოწყობა;
  • SLA ანალიტიკაზე წვდომის საშუალება;
  • შეუზღუდავი ერთდროული სატელეფონო საუბრების განხორციელება;
  • გამავალი სატელეფონო ზარების მონიტორინგი, კონტროლი და ბილინგი;
  • ინტეგრაციის საშუალება უკვე არსებულ კომპანიის პროგრამულ გადაწყვეტილებებში - მაგალითად CRM, ან ERP გადაწყვეტილებებში;
  • დაბალი სატელეფონო ტარიფებით სარგებლობა

კონტაქტი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

შპს “არკომ”. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. #18

ტელ.: +995 32 256 00 00

E-mail: contact@arcomm.ge