მარტივი სატელეფონო სტატისტიკა ქოლცენტრის გამართვის გარეშე

დღესდღეობით სატელეფონო კომუნიკაცია კვლავად რჩება მომხმარებლებისათის ყველაზე სასურველ კომუნიკაციის ფორმად და თანამედროვე ბიზნესის წარმოება საკონტაქტო სატელეფონო ნომრის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ჩვენს პრაქტიკაში სატელეფონო სტატისტიკაზე წვდომა,ზარების ჩანაწერების შენახვისა და ჩამოწერის ფუნქციები ყველაზე პოპულარულ მოთხოვნად რჩება, თუმცა მცირე ზომის კომპანიათა დიდ ნაწილს (1-3 შიდა სატელეფონო ნომრით) ჯერ არ სურს სრული სატელეფონო ქოლცენტრის აწყობა. ჩვენი შემდგომი პროდუქტიც სწორედ ამ მოთხოვნას მოვარგეთ. თუკი გსურთ სატელეფონო სტატისტიკაზე წვდომა, შემომავალი, გამავალი, ჩავარდნილი ზარების ნახვა, ზარების ჩანაწერების გაკეთება და მათ მოსმენისა და ჩამოწერის ფუნქციებით სარგებლობა, გთავაზობთ მარტივი სტატისტიკის პროგრამას. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ციფრული სატელეფონო ნომრის არჩევის ან თქვენი საკუთარი ნომრით ჩვენს სერვისზე დაპორტირების შემთხვევაში შეგეძლებათ ისარგებლოთ ამ პროგრამით სრულიად უფასოდ.

მარტივი სტატისტიკის პროგრამა ქართულენოვანია და მისი გამოყენება ძალიან ადვილი და ინტუიტური პროცესია. თქვენ მარტივად შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო დროის მონაკვეთ ზარების სტატისტიკის სანახავად:

მარტივი სტატისტიკის პროგრამა

საშუალება გეძლევათ მარტივად მოიძიოთ სატელეფონო სტატისტიკა. დააკვირდეთ ზარებს სტატუსის მიხედვით და ნახოთ, თუ რამდენი ნაპასუხარი, უპასუხო, გამოტოვებული თუ ჩავარდნილი ზარები გქონდათ მოცემული დროის პერიოდში.

Screenshot 2019-09-19 at 12.00.17

შეამოწმოთ თქვენი სერვისის ეფექტურობა და მომხმარებელთა დაინტერესება დროის მოცემულ მონაკვეთში ზარების ხანგრძლივობის სტატისტიკის შემოწმებით:

მარტივი სტატისტიკის პროგრამადააკვირდეთ დროის გარკვეულ პერიოდებში შემომავალი და გამავალი ზარების რაოდენობის სტატისტიკას:

Screenshot 2019-09-23 at 19.02.55

პროგრამა ასევე გაძლევთ საშუალებას მოიძიოთ კონკრეტული შემომავალი ან გამავალი ნომრიდან განხორციელებული ზარების როგორც სრული, ასევე კონკრეტული სტატუსის ზარების ისტორია (მაგალითად ნაპასუხარი, უპასუხო, დაკავება ან ჩავარდნილი):

მარტივი სტატისტიკის პროგრამა

და რაც ყველაზე მთავარია, შეგიძლიათ მარტივად მოუსმინოთ და ჩამოწეროთ თქვენთვის სასურველი სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, რაც ასევე დაგეხმარებათ სერვისის ხარისხის ამაღლებაში:

Screenshot 2019-09-19 at 12.41.38

როგორ ვისარგებლოთ მარტივი სტატისტიკის პროგრამის სერვისით?

მარტივი სტატისტიკით სარგებლობისათვის საჭიროა აირჩიოთ ჩვენი ციფრული სატელეფონო ნომრით ან დაპორტირდეთ თქვენი საკუთარი სატელეფონო ნომრით და მიიღებთ წვდომას თქვენი მარტივი სტატისტიკის სამართავ პანელზე. სისტემის საწყისი გამართვა უფასოა. ასევე შეგახსენებთ რომ გთავაზობთ ექსკლუზიურად დაბალ ტარიფებს მობილურ ოპერატორებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან დასაკავშირებლად. მაგთ/ჯეოსელი/ბილაინი წუთი სულ რაღაც 6 თეთრად. დაწვრილებითი ინფორმაცია წუთობრივი ტარიფებისა და სააბონენტო გადასახადების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ მოცემულ ლინკზე.

გისურვებთ სასიამოვნო სატელეფონო კომუნიკაციას თქვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებთან!