• Logo
  • Logo
  • Logo
  • Logo
  • Logo
  • Logo

ჩვენი სერვისები

გთავაზობთ პროგრესულ, მულტიფუნქციურ სატელეფონო მომსახურებას თქვენი სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხის ასამაღლებლად. თქვენს სატელეფონო მოთხოვნებზე მორგებული სატარიფო პაკეტების დიდი არჩევანი, შეღავათიანი ტარიფები მობილურ ოპერატორებსა და საზღვარგარეთის ზარებზე და თანამედროვე სატელეფონო ფუნქციონალობის სწრაფი ინტეგრაცია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თანამედროვე საოფისე სატელეფონო სისტემა მისაღებ ფასად

ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემა

ისარგებლეთ ინოვაციური, ქართულენოვანი ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემით, მიიღეთ დეტალური წვდომა თქვენს სატელეფონო სტატისტიკაზე და ისარგებლეთ დახვეწილი ოპტიმიზაციის საშუალებით, თქვენი სერვისის ხარისხისა და სისწრაფის ასამაღლებლად

დაბალი ტარიფები მობილურ ოპერატორებთან

გთავაზობთ ექსკლუზიურად დაბალ ტარიფებს როგორც მობილურ ოპერატორებთან, ასევე საერთაშორისო სატელეფონო ზარებზე. აირჩიეთ ნებისმიერი, თქვენს მოთხოვნებზე მორგებული სააბონენტო პაკეტი და ისაუბრეთ მობილურ ოპერატორებთან წუთში სულ რაღაც 6 თეთრად

მრავალფუნქციური ქალაქის სატელეფონო ნომრები

მრავალარხიანი ციფრული სატელეფონო ნომრები, განსხვავებით ტრადიციული ქალაქის სატელეფონო ნომრებისგან საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თანამედროვე სატელეფონო სისტემების ყველა უპირატესობა. მიიღოთ ერთდროულად შემომავალი ზარების ულიმიტო რაოდენობა

პროგრესული სატელეფონო ფუნქციების ინტეგრირება

ქოლ ცენტრების ფუნქციონალური მოწყობა. ავტომოპასუხის, ზარის მოლოდინის რეჟიმისა და რიგითობის, ხმოვანი მენიუს, სატელეფონო ანალიტიკისა და სხვა უამრავი პროგრესული ფუნქციონალობის დანერგვა თქვენი გამარტივებული ბიზნეს სატელეფონო კომუნიკაციისთვის

სატელეფონო სისტემის ჰოსტინგი

ბიუჯეტური გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რამდენადაც ქრება ძვირადღირებული აპარატურის და სპეციალური კადრის დაქირავებისთვის საჭირო დანახარჯების აუცილებლობა. სატელეფონო ჰოსტინგით თქვენ იღებთ პროგრესულ სატელეფონო სისტემას 24 საათიანი სერვისით

საკუთარი სატელეფონო სადგურის მოწყობა

მსხვილ კომპანიებს, რომელთაც სურთ საკუთარი სატელეფონო სადგური თავის ოფისშივე მოაწყონ ვთავაზობთ ლოკალური სატელეფონო IP-PBX-ის მოწყობას. სერვისი გულისხმობს ოპტიმალური აპარატურის შერჩევაში დახმარებასა და სისტემის სრულ ფუნქციონალურ გამართვას

ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

შპს „არკომ“ შეიქმნა 2013 წელს. ჩვენი მიზანია თითოეული ჩვენი მომხმარებელი უზრუნველვყოთ სანდო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სატელეფონო კავშირით. ჩვენი კორპორატიული პოლიტიკა გულისხმობს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან, რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ თქვენს ბიუჯეტზე მორგებული, საუკეთესო სატელეფონო გადაწყვეტილება. ჩვენს მიერ შემუშავებული, ქართულენოვანი ქოლცენტრის მოინტორინგის სისტემა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ წვდომა სრულ სატელეფონო სტატისტიკასა და სერვისის მრავალფეროვან ოპტიმიზაციაზე მომსახურების სისწრაფისა და ხარისხის ასამაღლებლად

ჩვენი გუნდი

გაიცანით კომპანია არკომის პროფესიონალთა გუნდი. ჩვენი მიზანია მიზანია უზრუნველყონ სანდო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფა თითოეული მომხმარებლისთვის
ალექსანდრე ბურჭულაძე
ალექსანდრე ბურჭულაძე
ადმინისტრაციული განყოფილება
ვერიკო დუნდუა
ვერიკო დუნდუა
მარკეტინგის განყოფილება
რომა ხომასურიძე
რომა ხომასურიძე
ტექნიკური დეპარტამენტი

კმაყოფილი მომხმარებლები

ნახეთ რისი თქმა სურთ თქვენთვის ჩვენი სერვისით კმაყოფილ მომხმარებლებს

ქოლცენტრის მონიტორინგის პროგრამა

ჩვენი ბლოგი

  • როგორ გამოვიყენოთ ქოლცენტრის სტატისტიკა პრაქტიკაში

    წინა ბლოგპოსტებში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ 13 მნიშნელოვანი სტატისტიკური პარამეტრის შესახებ, რომლებსაც ქოლცენტრის მენეჯერებმა აუცილებლად უნდა ადევნონ თვალის სერვისის ხარისხის მონიტორინგისათვის. ამ ჯერზე ჩვენ შევეცდებით უფრო დეტალურად ვისაუბროთ ზოგიერთი სტატისტიკური პარამეტრის პრაქტიკულ გამოყენებაზე. სანამ ამას დავიწყებთ, აცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს სტატისტიკური მონაცემები გამოსადეგია მხოლოდ და მხოლოდ სერვისის ხარისხის ამაღლებისათვის გატარებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებისათვის. ისინი გვაძლევენ […]

    Read more როგორ გამოვიყენოთ ქოლცენტრის სტატისტიკა პრაქტიკაში

    რას მივაქციოთ ყურადღება სატელეფონო სისტემის ჰოსტინგის არჩევისას?

    მანამ სანამ სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურების არჩევაზე ვისაუბრეთ, ჯერ განვმარტოთ რას წარმოადგენს ეს სერვისი და რა უპირატესობები გააჩნია მას. ვოიპ ტელეფონია ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და პოპულარული ინდუსტრიაა, რამდენადაც დღესდღეობით ეფექტური ქოლცენტრის გამართვა და ოპერირება წარმოუდგენელია თანამედროვე სატელეფონო ფუნქციების გარეშე. სატელეფონო სისტემის ჰოსტინგი წარმოადგენს ვოიპ ტელეფონიის ნაირსახეობას, სადაც თქვენ არ გიწევთ სატელეფონო სადგურის შეძენა, გამართვა […]

    Read more რას მივაქციოთ ყურადღება სატელეფონო სისტემის ჰოსტინგის არჩევისას?
  • ზარებს ვერ აუდიხართ? 5 რჩევა სერვისის სისწრაფის ასამაღლებლად

    უამრავი ერთდროული შემომავალი ზარი, რომელსაც კომპანიის ქოლცენტრი ეფექტურად ვერ უმკლავდება, ძირითადად მცირე და საშუალო ზომის ბისნესების პრობლემადაა მიჩნეული, თუმცა მსგავსი პრობლემების წინაშე შესაძლოა ნებისმიერი ზომის კომპანია დადგეს. ყველაზე ეფექტურად გამართულ, მაღალტექნოლოგიურ ქოლცენტრსაც კი ესაჭიროება პერიოდული განახლება, რათა მზარდ და ცვალებად ბიზნეს გარემოს მოერგოს და მომხმარებლების მოთხოვნები საუკეთესო სერვისით უზრუნველყოს. გთავაზობთ რჩევებს, თუ რას უნდა მივაქციოთ […]

    Read more ზარებს ვერ აუდიხართ? 5 რჩევა სერვისის სისწრაფის ასამაღლებლად

    როგორ ავამაღლოთ გაყიდვები ქოლ ცენტრის მეშვეობით

    უამრავი კომპანიისათვის ნათელია, რომ ქოლ ცენტრის მთავარი დანიშნულებაა არსებული მომხმარებლებისათვის დახმარების გაწევა და პოტენციური მომხმარებლებისათვის სერვისთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. კარგად ორგანიზებული ქოლ ცენტრი ერთერთი მთავარი გზაა მისცეს დაინტერესებულ პოტენციურ მომხმარებელს საშუალება, სწრაფად გაეცეს მის შეკითხვებს პასუხი, რათა თავიდან აირიდონ მათი პოტენციურ კონკურენთან წასვლა. მიუხედავად ამისა ქოლ ცენტრებიდან გაყიდვების წარმოება საკმაოდ რთული პროცესია. დიდი კომპანიებიც […]

    Read more როგორ ავამაღლოთ გაყიდვები ქოლ ცენტრის მეშვეობით
  • 3 ეფექტური რუტინა ქოლცენტრის მენეჯერებისათვის

    ყოველ დილით, როდესაც ქოლცენტრის მენეჯერები სამსახურში წასასვლელად ემზადებიან, ისინი ფიქრობენ რომ მათ იციან, თუ როგორი იქნება მათი სამუშაო დღე. პრაქტიკაში კი მსგავსი სამუშაო ყოველთვის უამრავი სიურპრიზითაა სავსე. ქოლცენტრის მენეჯმენტის რუტინები იმ სასიცოცხლო მნიშნელობის რუტინებს წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფს ქოლცენტრის ეფექტურსა და კვალიფიციურ ფუნქციონირებას. ორიტ ავიტალი, კომპანია ოტორიტას გენერალური მენეჯერი გვთავაზობს იმ სამ მნიშნელოვან რუტინას, რომელიც გამოყენებაც […]

    Read more 3 ეფექტური რუტინა ქოლცენტრის მენეჯერებისათვის

    როგორ ავირჩიოთ მუსიკა დალოდების რეჟიმისათვის?

    თანამედროვე VoIP სატელეფონო სისტემების განვითარებამ გამოიწვია ის, რომ ახლა უკვე ნებისმიერი ზომის კომპანიას შეუძლიათ ისარგებლოს ისეთი თანამედროვე სატელეფონო ფუნქციით, როგორიცაა მოლოდინის რეჟიმი. მრავალარხიანი სატელეფონო ნომრები, რომლებსაც VoIP ტელეფონია გვთავაზობს, საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მომხმარებლებისაგან შემოსული ულიმიტო რაოდენობის ერთდროული ზარები, რაც ამაღლებს სერვისის ეფექტურობას და ზრდის მომხმარებლების რაოდენობას, თუმცა ოპერატორების რაოდენობის ლიმიტაციის გამო, მომხმარებელთა საკმაოდ დიდ ნაწილს […]

    Read more როგორ ავირჩიოთ მუსიკა დალოდების რეჟიმისათვის?
  • გჭირდებათ თუ არა ქოლცენტრი?

    ხშირად მაღალტექნოლოგიური ქოლცენტრის ფუნქციონალობა ასოცირებულია მსხვილ ბიზნესებთან, თუმცა მიუხედავად ამისა ნებისმიერი ზომის კომპანიის წარმატებული ფუნქციონალობა წარმოუდგენელია ტელეფონების გარეშე, რამდენადაც მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი კომპანიასთან ურთიერთობის საუკეთესო გზად კვლავაც სატელეფონო ზარს ასახელებს. მცირე და საშუალო ზომის კომპანიები ხშირად ამ გამოწვევას ჩვეულებრივი ქალაქის სატელეფონო ნომრების ან კორპორატიული მობილური ნომრების აღებით პასუხობენ, ხოლო ქოლცენტრის სატელეფონო ფუნქციონალობის მოწყობას ზედმეტად და […]

    Read more გჭირდებათ თუ არა ქოლცენტრი?

    7 საინტერესო ინიციატივა ქოლ ცენტრისათვის, სერვისის ხარისხის ასამაღლებლად

    გამომდინარე იმ სერვისების სპეციფიკიდან, რასაც კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ, ყველა ქოლცენტრს განსხვავებული და უნიკალური სტრატეგიები გააჩნიათ სერვისის ხარისხის ასამაღლებლად, თუმცა ხანდახან აუცილებელია ახალი იდეებისა და სტრატეგიების ათვისება, როგორც სხვადასხვა, წვრილმანი პრობლემების მოსაგვარებლად, ასევე ქოლცენტრის გუნდის ეფექტურობის ასამაღლებლად. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას, რაც დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგების მიღწევაში 1) 15 წუთიანი ვაუჩერები საუკეთესო შედეგების მქონე ქოლცენტრის აგენტებს მიეცით […]

    Read more 7 საინტერესო ინიციატივა ქოლ ცენტრისათვის, სერვისის ხარისხის ასამაღლებლად
  • როგორ გავუმკლავდეთ შემომავალი ზარების მოცულობის ზრდას

    შემომავლი ზარების მოცულობის პერიოდული ზრდა ქოლცენტრების ერთერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ქოლცენტრის მენეჯერებს ყოველთვის აქვთ წინასწარი შეფასებები, თუ ზარების რაოდენობის როგორ ცვლილებებს უნდა ველოდოთ სეზონების მიხედვით, თუმცა ზარების მოცულობის მოულოდნელი ზრდა, როდესაც შემომავალი ზარების რაოდენობა 3-ჯერ მეტია, ვიდრე ნორმალური მაჩვენებელი, საკმაოდ ხშირია. ქოლცენტრის მენეჯერები ყოველთვის ცდილობენ მომზადებული დახვდნენ ზარების მოცულობის ზრდას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი […]

    Read more როგორ გავუმკლავდეთ შემომავალი ზარების მოცულობის ზრდას

    როგორ დავნერგოთ ეფექტური IVR გამოკითხვა მომხმარებელთა კმაყოფილების ხარისხის შესაფასებლად

    IVR-ის ანუ ინტერაქტიული ხმოვანი მენიუს გამოყენება მომხმარებელთა კმაყოფილების ხარისხის დასადგენად ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა ქოლცენტრის ეფექტურობის შეფასებისათვის. ამგვარი გამოკითხვების დროს შემომავალი სატელეფონო ზარის შემდგომ სატელეფონო სისტემა ანხორციელებს ავტომატურ ზარს მომხმარებელთან, მისი კმაყოფილების ხარისხის შესაფასებლად 5 ან 10 ქულიანი სისტემით. მაგ 5 ბალიანი სისტემით შეფასებისას ნომრებთან შესაბამისი შეფასების მაჩვენებელი იქნება: – ძალიან უკმაყოფილო – უკმაყოფილო – ნეიტრალური – […]

    Read more როგორ დავნერგოთ ეფექტური IVR გამოკითხვა მომხმარებელთა კმაყოფილების ხარისხის შესაფასებლად